ბასტრიკინი: რუსეთში ციფრული ვალუტა საკუთრებად იქნება აღიარებული

© photo: Sputnik / Pavel Bedniakov / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ბასტრიკინი
ალექსანდრ ბასტრიკინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2024
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ციფრულ ვალუტას საკუთრებად აღიარებს, განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
„მიმდინარე წელს უწყების თანამშრომლებმა შეიმუშავეს ფედერალური კანონის პროექტი სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ციფრული ვალუტა საკუთრებადაა აღიარებული სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის. ასევე განისაზღვრა კონფისკაციის, ნივთმტკიცებად აღიარებისა და აღნიშნული ქონების დაყადაღების წესები“, — განაცხადა მან.
ციფრული ვალუტის საკუთრებად აღიარება ბასტრიკინმა ჯერ კიდევ 2020 წელს აღიარა საჭიროდ და განაცხადა, რომ ეს აუცილებელი პირობაა იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისთვის, რომლებშიც ციფრული ვალუტა, მაგალითად, ქრთამის ან ქურდობის საგანია.
ბასტრიკის ინტერვიუ 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომლის დროსაც გაეროს სახელმწიფოები საზოგადოებას ამ სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებს აცნობენ.
ყველა ახალი ამბავი
0