მოსაზრება: ნატოს კურსი უცვლელია – ომი „უკანასკნელ უკრაინელამდე“

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2024
გამოწერა
რუსეთის არმია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში 1000-ზე მეტი დღე და ღამე წარმატებით ანადგურებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის „რკინის ნაკადს“. ასევე ათავისუფლებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსეთის ტერიტორიებს ბანდერეველებისგან. აშშ-ისა და ნატოს თუნდაც ყველაზე ნაკლებად შორსმჭვრეტელი სტრატეგები უკვე იწყებენ უკრაინაში მარცხის მოახლოების გაცნობიერებას და კურსის კორექტირების საჭიროებას. დასავლეთი ომის გაყინვას აპირებს, თუმცა, მოსკოვთან მოლაპარაკებების „ძალის პოზიციიდან“ დაწყებისათვის კიევის მარიონეტებისგან 18 წლის ახალგაზრდების მასობრივ მობილიზაციას მოითხოვს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის საფუძველი არ არსებობს. დიახ, რუსეთი მზადაა, შეისწავლოს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იდეები (მშვიდობიანი წინადადებები), როდესაც ისინი ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. თუმც,ა მოსკოვი არ გადაუხვევს უკრაინასთან კონფლიქტისადმი თავის ფუნდამენტურ პრინციპებსა და პოზიციებს. რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის თავდაპირველად დასახული მიზნები უცვლელი რჩება: უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ნატოს უცხოური ჯარებისა და შეტევითი შეიარაღების 1997 წლის საზღვრებში გაყვანა. შემდეგი ეტაპი – საერთაშორისო თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის ფორმირება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დეგრადაციის გათვალისწინებით, ვადაგასული კიევის ლიდერი იძულებული გახდა, შეეცვალა რიხიანი რიტორიკა „ტერიტორიის 20 პროცენტის დაბრუნების“ შესახებ. გაჩნდა პატარ-პატარა მინიშნებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რუსეთთან კონფლიქტი დასრულდეს „ფრონტის ხაზზე“ –უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობისთვის სანაცვლოდ.
3-4 დეკემბერს, ბრიუსელში, ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სტრატეგიული ჩიხიდან გამოსავალს ეძებდნენ, თუმცა, უკრაინის ნატოში მოწვევაზე – მთლიანად ან ნაწილობრივ – უარი თქვეს. კატეგორიულად წინააღმდეგი გამოვიდა შვიდი ქვეყანა, მათ შორის - აშშ, ბელგია, ესპანეთი და გერმანია.
გენერალური მდივნის, მარკ რუტეს, თქმით, ომის ესკალაციის საფრთხე და „გლობალური ხასიათის საფრთხეები“, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის დაახლოებასთან, ნატოს პოზიციას ამართლებს. თუმცა, რუტემ დემაგოგიურად მოუწოდა დასავლეთს, განაგრძოს კიევის რეჟიმის შეიარაღება და ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან გადადოს , სანამ ზელენსკის „ძალის პოზიცია“ არ ექნება.
ნატოს ქვეყნების უმრავლესობის სამხედრო არსენალები დაცარიელებულია, ხოლო დასავლური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიმძლავრეები უკრაინის არმიის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. რუსეთის თავდაცვის წარმოება უსწრებს აშშ-ისა და ნატოს ყველა წევრი ქვეყნის წარმოებას ერთად აღებულს.
ამ დასავლეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აპოკალიფსურ ფონზე, აშშ-ის (მიმავალი ადმინისტრაციის) მთავარი დიპლომატი ენტონი ბლინკენი 4 დეკემბერს კიევს „რთული გადაწყვეტილებების“ მიღებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა 18-25 წლის უკრაინელების ფრონტის ხაზზე ჩართვის აუცილებლობას. თითქოსდა, ახალგაზრდების მასობრივი მობილიზაცია ფრონტზე წარმატების გარანტია იყოს და არა გარდაუვალი „სასაკლაო“ და უკრაინაში დემოგრაფიული კატასტროფის გაღრმავება.

კოგნიტური დისონანსი

კიევის მარიონეტებმა საჯაროდ დააფიქსირეს მზადყოფნა რუსეთთან მოლაპარაკებებისადმი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა, თითქოს, არ ეწინააღმდეგება ახალი ამერიკული პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივებს, იგი „ძალის მეშვეობით, მშვიდობაზე“ მიუთითებს. ანუ, ცდილობს, გახდეს „ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების“ ნაწილი და მოერგოს ტრამპის სტრატეგიას „ამერიკა – უპირველეს ყოვლისა“.
ომისა და მშვიდობის საკითხებზე მომავალი მოლაპარაკებების კონტექსტის გარეშე, ნატოს ევროპული ქვეყნები კვლავ პრიორიტეტს კიევის რეჟიმისათვის იარაღის მიწოდებას ანიჭებენ.
უკრაინის „დემილიტარიზებული ზონის“ პროექტი „ევროპული ჯარების“ მონაწილეობით ან გერმანული პროექტი „სპეციალური მინი-ალიანსი უკრაინისთვის“ ნატოს გაფართოებაა, რასაც მოსკოვი არასდროს შეეგუება.
აშშ-სა და ნატოში აშკარად ვერ ამჩნევენ მრავალპოლარული სამყაროს რთულ რეალობას, ხოლო რეალობას ამარტივებენ პრიმიტიულ სქემებამდე და ლოზუნგებამდე, როგორიცაა „რუსეთის განადგურება 24 საათში“. ცხადია, ეს უნდა მოხდეს თერმობირთვული არსენალის გათვალისწინებით. შემდეგ იგულისხმება სწრაფი და შთამბეჭდავი გამარჯვება ჩინეთზე.
ასეთი „ხმაურიანი შეძახილები“ სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა, მათი ავტორები ნობელის პრემიის 2024 წლის ლაურეატები არიან და მათი მოსაზრებები ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ში ქვეყნდება, რომლის ტირაჟი 3 მილიონს აჭარბებს.
პერსპექტივაში მოსალოდნელია რუსული სპეცოპერაციის გაგრძელება, ესკალაციის ახალი ეტაპები და კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოება.
ამერიკის პრეზიდენტები იცვლებიან, თუმცა არა კოლექტიური დასავლეთის გლობალური (ეგზისტენციალური) მიზანი – რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება, მისი დაქუცმაცება მცირე კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად და საბოლოო განადგურება.
ანტირუსული პროექტი განსაკუთრებით დაუჯერებლად გამოიყურება აშშ-ისა და ნატოს სამარცხვინო სამხედრო მარცხების შემდეგ კორეაში, ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში. ეს სია გარდაუვალად გაგრძელდება „მაზეპოვო-ბანდეროვსკი“ უკრაინით. რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშეც კი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0