პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვისხეს ამონტაჟებენ

© Tbilisi City Hall ნაძვისხე
ნაძვისხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2024
გამოწერა
კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე დილიდ ადრე, მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე, სადაც მეორე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება, ქვეყნის მთავარი ნაძვისხის მონტაჟი კვირას, დილით დაიწყო.
შაბათს საღამოს, წინა დღეების მსგავსად, პარლამენტის შენობის წინ ხელისუფლების გადაწყვეტილებით - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღება - უკმაყოფილო მოქალაქეები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან იმართება.
კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე დილიდ ადრე, მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა.
როგორც მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვისხე აუცილებლად დაიდგმება, მაგრამ არა 6 დეკემბერს, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. რაც შეეხება განათებას და საახალწლო დეკორაციებს, ზუსტი თარიღი მოქალაქეებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის ოფიციალურად ცნობილია საპროტესტო აქციებზე 28 დაკავებულის შესახებ - დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0