https://sputnik-georgia.com/20241208/moskovi-sheshpotebit-adevnebs-tvals-siriis-movlenebs-291295963.html
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვი შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიის მოვლენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვი შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიის მოვლენებს
Sputnik საქართველო
მედიის ცნობით, საომარი მოქმედებების ფონზე ასადს შეეძლო დამასკი თვითმფრინავით დაეტოვებინა. 08.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-08T18:49+0400
2024-12-08T18:49+0400
2024-12-08T18:49+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
სირია
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22920/39/229203997_0:137:3141:1904_1920x0_80_0_0_2e3ca81580b5cfaee528636aea580d6a.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. მოსკოვი უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიაში განვითარებულ მოვლენებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.„ჩვენ უკიდურესი შეშფოთებით ვაკვირდებით სირიაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს”, - ნათქვამია უწყების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.რუსეთმა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და პრობლემები გადაწყვიტონ პოლიტიკური გზით, ქვეყანაში არსებული ყველა ეთნოკონფესიური ძალის აზრის გათვალისწინებით.საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოლაპარაკებები გამართა შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებთან.საგარეო უწყების ცნობით, რუსეთი აღნიშნულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. სირიაში რუსული სამხედრო ბაზები მაღალი საბრძოლო მოქმედებების მზადყოფნაშია. ამ დროისთვის მათ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. რუსეთი კონტაქტშია სირიის ყველა ოპოზიციურ დაჯგუფებასთან.ვითარება სირიაშიკვირას, ღამით შეიარაღებულმა ოპოზიციამ სირიაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო.ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის და კიდევ რამდენიმე მინისტრს დამასკი არ დაუტოვებიათ. სირიის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ვრცელდება. მედიის ცნობით, საომარი მოქმედებების ფონზე ასადს შეეძლო დამასკი თვითმფრინავით დაეტოვებინა.სირიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერთა ხელმძღვანელობასთან კონტაქტი დამყარდა და რეპრესიები არ გატარდება.„სირიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, რომ პლურალიზმის ეპოქა დადგება", - განაცხადა მან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22920/39/229203997_211:0:2931:2040_1920x0_80_0_0_755346c1295cb8a56266d8034a55dcf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, სირია, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, სირია, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვი შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიის მოვლენებს
მედიის ცნობით, საომარი მოქმედებების ფონზე ასადს შეეძლო დამასკი თვითმფრინავით დაეტოვებინა.
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. მოსკოვი უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიაში განვითარებულ მოვლენებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ჩვენ უკიდურესი შეშფოთებით ვაკვირდებით სირიაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს”, - ნათქვამია უწყების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთმა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და პრობლემები გადაწყვიტონ პოლიტიკური გზით, ქვეყანაში არსებული ყველა ეთნოკონფესიური ძალის აზრის გათვალისწინებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოლაპარაკებები გამართა შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებთან.
„მთავრობის მეთაურმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი და დატოვა ქვეყანა, გასცა მითითებები ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების ცნობით, რუსეთი აღნიშნულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.
სირიაში რუსული სამხედრო ბაზები მაღალი საბრძოლო მოქმედებების მზადყოფნაშია. ამ დროისთვის მათ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთი კონტაქტშია სირიის ყველა ოპოზიციურ დაჯგუფებასთან.
კვირას, ღამით შეიარაღებულმა ოპოზიციამ სირიაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის და კიდევ რამდენიმე მინისტრს დამასკი არ დაუტოვებიათ. სირიის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ვრცელდება. მედიის ცნობით, საომარი მოქმედებების ფონზე ასადს შეეძლო დამასკი თვითმფრინავით დაეტოვებინა.
სირიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერთა ხელმძღვანელობასთან კონტაქტი დამყარდა და რეპრესიები არ გატარდება.
„სირიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, რომ პლურალიზმის ეპოქა დადგება", - განაცხადა მან.