https://sputnik-georgia.com/20241208/kobaxidze-xelisupleba-trampis-inauguracias-elodeba-291297120.html
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის დონალდ ტრამპის - ინაუგურაციას
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის დონალდ ტრამპის - ინაუგურაციას
Sputnik საქართველო
20 იანვრის შემდეგ საქართველოში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და დამშვიდდება, განაცხადა კობახიძემ 08.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-08T20:42+0400
2024-12-08T20:42+0400
2024-12-08T21:55+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285031811_0:0:3100:1745_1920x0_80_0_0_7d922a17e3807dc44b0da5f9894ae224.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი - ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოწურული ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. ზურაბიშვილის თქმით, მან ტრამპს საქართველოში „მოპარულ არჩევნეთან“ დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა გააცნო. ზურაბიშვილი რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე მიიწვიეს.მისი თქმით, 20 იანვრის შემდეგ საქართველოში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და დამშვიდდება.„ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან მთელ მსოფლიოში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება, ჩვენს რეგიონში ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ ველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რაც დადებითად იმოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.ყაველაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კოლეგიის 81-მა წევრმა წარადგინა.პრეზიდენტის არჩევნებისაარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.ცესკოს დადგენილებით, თვითმმართველობის 109 წარმომადგენლიდან 55 - რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 54 - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.საარჩევნო კოლეგიის პარტიული შემადგენლობა, გარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, ასეთია:არჩევნების პროცედურასაქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრი მისცემს ხმას.არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285031811_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_f465b37d3bfe3a772fcff112225c8cd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის დონალდ ტრამპის - ინაუგურაციას
20:42 08.12.2024 (განახლებულია: 21:55 08.12.2024) 20 იანვრის შემდეგ საქართველოში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და დამშვიდდება, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი - ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოწურული ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. ზურაბიშვილის თქმით, მან ტრამპს საქართველოში „მოპარულ არჩევნეთან“ დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა გააცნო. ზურაბიშვილი რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე მიიწვიეს.
„სალომე ზურაბიშვილისთვის, რომლის უფლებამოსილების ვადა 29 დეკემბერს იწურება, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია აქტუალური არ არის. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა აშშ-ში, ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 20 იანვრის შემდეგ საქართველოში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და დამშვიდდება.
„ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან მთელ მსოფლიოში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება, ჩვენს რეგიონში ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ ველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რაც დადებითად იმოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ყაველაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კოლეგიის 81-მა წევრმა წარადგინა.
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
ცესკოს დადგენილებით, თვითმმართველობის 109 წარმომადგენლიდან 55 - რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 54 - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.
საარჩევნო კოლეგიის პარტიული შემადგენლობა, გარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, ასეთია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 156 წევრი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 56 წევრი
„საქართველოსთვის" - 23 წევრი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“) – 20
„ძლიერი საქართველო“ („ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) – 19
„ევროპული საქართველო“ - 2
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -1
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრი მისცემს ხმას.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.