https://sputnik-georgia.com/20241208/jurnalistebis-da-politikosebis-cema-291292180.html
თბილისის ცენტრში ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ცემა - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
თბილისის ცენტრში ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ცემა - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
Sputnik საქართველო
ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ 08.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-08T09:35+0400
2024-12-08T09:35+0400
2024-12-08T09:36+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291213180_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a847d9645a0833866d0ae52f5ad9f81f.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი უკვე გადაყვანილია კლინიკაში. ასევე, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კობა ხაბაზისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის კადრები. ყველა თავდასხმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მოხდა.ხაბაზის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით აღიძრა. საქმეს შსს იძიებს.მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში" თავდასხმის ფაქტები დაგმეს.მისი აზრით, ნიღბების ტარება უნდა აიკრძალოს, რადგანაც იგი ხელს უშლის მსგავს დანაშაულებზე დროულ რეაგირებას.„პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა", - განაცხადა მდინარაძემ.მმართველი ძალის კიდევ ერთმა წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მომხდარს პროვოკაცია და მძიმე დანაშაული უწოდა.„ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარეს წარმოადგენს მსხვერპლი და რას არ უნდა აკეთებდეს, ასეთი დანაშაული, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!", - განაცხადა ქადაგიძემ.ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საპოლიციო ძალებს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მეათე დღეა მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან და აპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა კერძო პირთა და მერიის ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291213180_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e89b664c1e5febf28b507bc502c75eb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , სპეციალური საგამოძიებო სამსახური , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , სპეციალური საგამოძიებო სამსახური , ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისის ცენტრში ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ცემა - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
09:35 08.12.2024 (განახლებულია: 09:36 08.12.2024) ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი უკვე გადაყვანილია კლინიკაში. ასევე, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კობა ხაბაზისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის კადრები. ყველა თავდასხმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მოხდა.
ხაბაზის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით აღიძრა. საქმეს შსს იძიებს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში" თავდასხმის ფაქტები დაგმეს.
„ვინც ეს ჩაიდინა და შური იძია „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე, თუ თვლის, რომ მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ ან ხელისუფლებას, ეს არის ტყუილი. იგი მავნებელია“, - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი აზრით, ნიღბების ტარება უნდა აიკრძალოს, რადგანაც იგი ხელს უშლის მსგავს დანაშაულებზე დროულ რეაგირებას.
„პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა", - განაცხადა მდინარაძემ.
მმართველი ძალის კიდევ ერთმა წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მომხდარს პროვოკაცია და მძიმე დანაშაული უწოდა.
„ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარეს წარმოადგენს მსხვერპლი და რას არ უნდა აკეთებდეს, ასეთი დანაშაული, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!", - განაცხადა ქადაგიძემ.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საპოლიციო ძალებს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მეათე დღეა მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან და აპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა კერძო პირთა და მერიის ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.