https://sputnik-georgia.com/20241208/aqcia-rustavelis-gamzirz-grzeldeba-291297913.html
დღე მე-11: თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება
დღე მე-11: თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისში. 08.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-08T22:26+0400
2024-12-08T22:26+0400
2024-12-08T22:26+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/03/291230479_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_67fabd75bcb6fe93c101d706bff87896.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეთერთმეტე დღეა გრძელდება - კვირას, საღამოს, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმი მობილიზებული არ არის, პოლიცია კი საკანონმდებლო შენობის ზედა ნაწილშია კონცენტრირებული, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიერ დილით დამონტაჟებულ ნაძვისხის რკინის კონსტრუქციაზე აქციების დროს ნაცემი და დაშავებული ადამიანების ფოტოები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები ჩამოკიდეს. შეკრებილები მოითხოვენ იმ პირთა იდენტიფიცირებას და დასჯას, რომლებიც გუშინ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და დაკავებული დემოსტრანტების გათავისუფლებას. პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისში.შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაიული წესით კი დაკავებულია 372 პირი.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გახსნას მოლაპარაკებები, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.არც წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერები, არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და არც აშშ საელჩო არ ეთანხმებიან ქვეყნის ხელმძღვანელობის არგუმენტებს. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა.პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უწოდებს საბოლოო მტკიცებულებას იმისა, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალეს. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს, რადგან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/03/291230479_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_20172df01bdf325e2bbfaecbb1394fcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
დღე მე-11: თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისში.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეთერთმეტე დღეა გრძელდება - კვირას, საღამოს, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმი მობილიზებული არ არის, პოლიცია კი საკანონმდებლო შენობის ზედა ნაწილშია კონცენტრირებული, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიერ დილით დამონტაჟებულ ნაძვისხის რკინის კონსტრუქციაზე აქციების დროს ნაცემი და დაშავებული ადამიანების ფოტოები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები ჩამოკიდეს.
შეკრებილები მოითხოვენ იმ პირთა იდენტიფიცირებას და დასჯას, რომლებიც გუშინ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და დაკავებული დემოსტრანტების გათავისუფლებას.
პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისში.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაიული წესით კი დაკავებულია 372 პირი.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტშია და ისინი აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გახსნას მოლაპარაკებები, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.
არც წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერები, არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და არც აშშ საელჩო არ ეთანხმებიან ქვეყნის ხელმძღვანელობის არგუმენტებს. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა.
პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უწოდებს საბოლოო მტკიცებულებას იმისა, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალეს. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს, რადგან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.