https://sputnik-georgia.com/20241207/rogor-sheicvala-msheneblobis-girebuleba-saqartveloshi-291284063.html
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,4%-ით ზრდის ხარჯზე. 07.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-07T13:34+0400
2024-12-07T13:34+0400
2024-12-07T13:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/10/289912019_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_1a560a2c67e03a9e6420ce3fd815f45c.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ოქტომბერში, მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, 0,8%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.უწყების ცნობით, თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,4%-ით ზრდის ხარჯზე.2024 წლის ოქტომბერში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6,8%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 31,5%-ით გაზრდით.მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/10/289912019_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_0f9e29744b830874325b15b67d84fd9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა
თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,4%-ით ზრდის ხარჯზე.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ოქტომბერში, მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, 0,8%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,4%-ით ზრდის ხარჯზე.
2024 წლის ოქტომბერში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6,8%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 31,5%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.