https://sputnik-georgia.com/20241207/protesti-tbilisis-qucebsi-momitingeta-msvlelobebi-dilamde-gagrzelda-291282351.html
პროტესტი თბილისის ქუჩებში: მომიტინგეთა მსვლელობები დილამდე გაგრძელდა
პროტესტი თბილისის ქუჩებში: მომიტინგეთა მსვლელობები დილამდე გაგრძელდა
Sputnik საქართველო
მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან სანაპიროსკენ, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით პეკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებისკენ გაემართნენ. 07.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-07T11:06+0400
2024-12-07T11:06+0400
2024-12-07T11:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291235118_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_93aeceb0f29a8c12f19f54506c5ea923.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. თბილისში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ მხოლოდ დილით დაასრულეს.დაკავებებიც მთელი ღამე გაგრძელდა. შსს-ს ინფორმაციით, 7 ნოემბრის ღამეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 48 ადამიანი დააკავეს. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს.პარასკევს საღამოს რუსთაველის გამზირზე, რიგით მეცხრე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადამიანები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების შესახებ. პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ყველაზე აქტიურებმა პოლიციას ქვები და ფეიერვერკი ესროლეს.აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან სანაპიროსკენ, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით პეკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებისკენ გაემართნენ.თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291235118_65:0:1202:853_1920x0_80_0_0_939adf11e1b54888e79a9cd5ac01f3fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
პროტესტი თბილისის ქუჩებში: მომიტინგეთა მსვლელობები დილამდე გაგრძელდა
11:06 07.12.2024 (განახლებულია: 11:50 07.12.2024) მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან სანაპიროსკენ, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით პეკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებისკენ გაემართნენ.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. თბილისში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ მხოლოდ დილით დაასრულეს.
დაკავებებიც მთელი ღამე გაგრძელდა. შსს-ს ინფორმაციით, 7 ნოემბრის ღამეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 48 ადამიანი დააკავეს. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს.
პარასკევს საღამოს რუსთაველის გამზირზე, რიგით მეცხრე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადამიანები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების შესახებ. პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ყველაზე აქტიურებმა პოლიციას ქვები და ფეიერვერკი ესროლეს.
აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან სანაპიროსკენ, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით პეკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებისკენ გაემართნენ.
თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.