https://sputnik-georgia.com/20241207/arasrulwlovani-damnashaveebi-da-msxverplebi-saqartveloshi-291288554.html
არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები
არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია ქურდობა 07.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-07T18:58+0400
2024-12-07T18:58+0400
2024-12-07T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ნოემბრის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 493 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 493 პირიდან 25-მა უკვე მოიხადა პირობითი სასჯელი. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია:„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 1.219 პირი აღიარეს, მათგან 536 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 173 - სექსუალური დანაშაულის, 173 - მუქარის.აღნიშნულ პერიოდში მოკლულია 2 არასრულწლოვანი, ოთხი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი
არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია ქურდობა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ნოემბრის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 493 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 493 პირიდან 25-მა უკვე მოიხადა პირობითი სასჯელი. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია:
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 1.219 პირი აღიარეს, მათგან 536 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 173 - სექსუალური დანაშაულის, 173 - მუქარის.
აღნიშნულ პერიოდში მოკლულია 2 არასრულწლოვანი, ოთხი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.