https://sputnik-georgia.com/20241207/aqciebze-dakavebul-or-pirs-patimroba-seefarda-291285472.html
აქციებზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
აქციებზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი. 07.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-07T15:15+0400
2024-12-07T15:15+0400
2024-12-07T23:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291212816_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9f534e9d40ea9917a168cd1c10e25439.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ანზორ კვარაცხელიასა და 18 წლის საბა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.დაკავებულებს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, კერძოდ, ანზორ კვარაცხელიას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ხოლო საბა ჯიქიას - პოლიციელზე თავდასხმას.დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობებს არ დაეთანხმა. მათ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შესთავაზეს, თუმცა უფლებადამცველების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.ორივე ბრალდებული მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.გარდა ამისა, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად გასულ ღამეს დაკავებულია 48 პირი.საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291212816_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_67adce8013b11e0fc6b0d55ba63763a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
აქციებზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
15:15 07.12.2024 (განახლებულია: 23:15 07.12.2024) ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი.
თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ანზორ კვარაცხელიასა და 18 წლის საბა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.
დაკავებულებს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, კერძოდ, ანზორ კვარაცხელიას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ხოლო საბა ჯიქიას - პოლიციელზე თავდასხმას.
დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობებს არ დაეთანხმა. მათ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შესთავაზეს, თუმცა უფლებადამცველების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ორივე ბრალდებული მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად გასულ ღამეს დაკავებულია 48 პირი.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.