https://sputnik-georgia.com/20241207/--socar-gas-georgia-----291283782.html
აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas Georgia საქართველოს რეგიონებში გაზსადენებს შეიძენს
აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas Georgia საქართველოს რეგიონებში გაზსადენებს შეიძენს
Sputnik საქართველო
საუბარია იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სოფლებში არსებული 41 გაზსადენის პრივატიზაციაზე. 07.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-07T12:55+0400
2024-12-07T12:55+0400
2024-12-07T12:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
აზერბაიჯანი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272023895_0:194:2730:1731_1920x0_80_0_0_11791f9e38551bd68b217cf66f811dc5.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.საუბარია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ გაზსადენებზე, რომლებსაც აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas Georgia 19,8 მლნ ლარად შეიძენს. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.ამჟამად „სოკარი“ არის როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელი საქართველოში.საუბარია იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სოფლებში არსებული 41 გაზსადენის პრივატიზაციაზე.პროცესი 17 წელზეა გათვლილი, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსთვის გადახდები 2032 წლიდან დაიწყება. კომპანია 10 წლის განმავლობაში წელიწადში თითქმის ორ მილიონ ლარს გადაიხდის.„სოკარის“ შვილობილი კომპანიები დაკავებულნი არიან ქვეყანაში გაზგამანაწილებელი სისტემების გაფართოებითა და მოდერნიზებით, ავითარებენ „სოკარის“ ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ასევე ფლობენ ნავთობტერმინალს შავ ზღვაზე ყულევის პორტში, რომლის მეშვეობითაც ხდება აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მსოფლიო ბაზრებზე.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272023895_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_58b2c7dc6bc6d6ebbbf87d0a2a8ea70e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas Georgia საქართველოს რეგიონებში გაზსადენებს შეიძენს
საუბარია იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სოფლებში არსებული 41 გაზსადენის პრივატიზაციაზე.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
საუბარია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ გაზსადენებზე, რომლებსაც აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas Georgia 19,8 მლნ ლარად შეიძენს. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
ამჟამად „სოკარი“ არის როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელი საქართველოში.
საუბარია იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სოფლებში არსებული 41 გაზსადენის პრივატიზაციაზე.
პროცესი 17 წელზეა გათვლილი, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსთვის გადახდები 2032 წლიდან დაიწყება. კომპანია 10 წლის განმავლობაში წელიწადში თითქმის ორ მილიონ ლარს გადაიხდის.
„სოკარის“ შვილობილი კომპანიები დაკავებულნი არიან ქვეყანაში გაზგამანაწილებელი სისტემების გაფართოებითა და მოდერნიზებით, ავითარებენ „სოკარის“ ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ასევე ფლობენ ნავთობტერმინალს შავ ზღვაზე ყულევის პორტში, რომლის მეშვეობითაც ხდება აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მსოფლიო ბაზრებზე.