ინფლაცია და ეკონომიკის ზრდა: ეროვნული ბანკი Fitch Ratings-ის პროგნოზებით კმაყოფილია

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის ოფისი
ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2024
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზები შეესაბამება მის პროგნოზს და საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დაადასტურა საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდისა და დაბალი ინფლაციის პროგნოზი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით.
Fitch ელოდება ეკონომიკის ზრდას 8,7%-ით 2024 წელს, მოგვიანებით მის შენელებას 5,3%-მდე 2025 წელს და 5%-მდე - 2026 წელს, ხოლო ინფლაციის დონეს - მის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ.
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზები შეესაბამება მის პროგნოზს და საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.
რაც შეეხება ინფლაციას, მისი პროგნოზიც ეროვნული ბანკის მოლოდინებს შეესაბამება. Fitch ელოდება ინფლაციის ზრდას საშუალოდ 2,1%-მდე 2025 წელს და 2,3%-მდე 2026 წელს, 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში.
საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე, ხოლო პროგნოზი „სტაბილურიდან" „ნეგატიურამდე“ შეცვალა.
პროგნოზის შემცირება განპირობებულია გაზრდილი პოლიტიკური რისკით, საერთაშორისო რეზერვების შემცირებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შესუსტების მაღალი ალბათობით. ამასთან, სააგენტოს ცნობით, საქართველო შეინარჩუნებს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და დაბალ ინფლაციას.
Fitch-ის თვალსაზრისით, შედარებით კარგად დივერსიფიცირებული ეკონომიკა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს მდგრადობას მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0