https://sputnik-georgia.com/20241206/prezidentis-saarcevnokolegiis-semadgenloba-damtkicebulia-291274366.html
პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა დამტკიცებულია
პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა დამტკიცებულია
Sputnik საქართველო
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაციის ცერემონია - 29 დეკემბერს 06.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-06T19:02+0400
2024-12-06T19:02+0400
2024-12-06T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/68/247346808_0:143:3000:1831_1920x0_80_0_0_27660ed1b377f1a254ea615eb33027fa.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ცესკომ პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა დაამტკიცა.საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.ცესკოს დადგენილებით, თვითმმართველობის 109 წარმომადგენლიდან 55 - რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 54 - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.საარჩევნო კოლეგიის პარტიული შემადგენლობა, გარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, ასეთია:საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს, რა დროსაც ზურაბიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა - იგი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი დაესწრონ პრეზიდენტის არჩევის პროცედურას.საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წელი.საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რაიმე საქმიანობისგან.საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/68/247346808_184:0:2816:1974_1920x0_80_0_0_e0db822b82d8a58b69235593d0a17657.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა დამტკიცებულია
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაციის ცერემონია - 29 დეკემბერს
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ცესკომ პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა დაამტკიცა.
საარჩევნო კოლეგია 300
წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
ცესკოს დადგენილებით, თვითმმართველობის 109 წარმომადგენლიდან 55 - რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 54 - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.
საარჩევნო კოლეგიის პარტიული შემადგენლობა, გარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, ასეთია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 156 წევრი (89 პარლამენტი + 54 თვითმმართველობის კვოტა + 13 აჭარა)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 56 წევრი (36 +16+4)
„საქართველოსთვის" - 23 წევრი (9+12+2)
„კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“) – 20 (19+1) - თვითმმართველობის კვოტა არ არის განსაზღვრული)
„ძლიერი საქართველო“ („ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) – 19 (4+14+1)
„ევროპული საქართველო“ - 2
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -1
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს, რა დროსაც ზურაბიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.
პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა - იგი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი დაესწრონ პრეზიდენტის არჩევის პროცედურას.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წელი.
საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რაიმე საქმიანობისგან.
საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.