https://sputnik-georgia.com/20241206/mamakacs-tanasoflelis-mkvlelobistvis-13-wliani-patimroba-seefarda-291274931.html
მამაკაცს თანასოფლელის მკვლელობისთვის 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მამაკაცს თანასოფლელის მკვლელობისთვის 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
მკვლელობა 2024 წლის 22 აპრილს მოხდა 06.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-06T21:03+0400
2024-12-06T21:03+0400
2024-12-06T21:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული სასამართლო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_185:220:2876:1734_1920x0_80_0_0_1f91dc63e0f212116a551a141dc0ae90.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქვემო ქართლში თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 41 წლის მამაკაცი ერთხმად ცნო დამნაშავედ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 22 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით 36 წლის თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_442:190:2501:1734_1920x0_80_0_0_ab0e6d3486943f761fd300ef380568d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ქართლი
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ქართლი
მამაკაცს თანასოფლელის მკვლელობისთვის 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მკვლელობა 2024 წლის 22 აპრილს მოხდა
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქვემო ქართლში თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 41 წლის მამაკაცი ერთხმად ცნო დამნაშავედ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 22 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით 36 წლის თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა.