ლავროვი: დასავლეთი უკრაინაში ადამიანის უფლებებზე დუმს

© photo: Sputnik / Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2024
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი არასდროს საუბრობენ უკრაინაში ადამიანის უფლებებზე, რადგან ხედავენ, რომ ეს კანონით სრულიად აკრძალულია რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
„აიღეთ ნებისმიერი კონფლიქტი. აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი ერევიან და ამბობენ, რომ ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვა, და რომ ადამიანის უფლებები უნდა აღადგინონ ამა თუ იმ ტერიტორიაზე. უკრაინის შემთხვევაში ისინი არასდროს ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე, ვინაიდან ხედავენ, რომ ეს უფლებები რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის იქ სრულიად აკრძალულია კანონით“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
მისი თქმით, მოსკოვი ეთანხმება გაეროს წესდების საფუძველზე კონფლიქტის მოგვარებას, „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაეროს ქარტია არ ეხება მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას“, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული, თუ ხელისუფლება არის ლეგიტიმური და თუ ის პატივს სცემს თავისი ხალხის უფლებებს“.
ყველა ახალი ამბავი
0