https://sputnik-georgia.com/20241206/aleko-elisasvils-patimroba-seefarda-291275281.html
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თავისუფლების მოედანზე 4 დეკემბერს დააკავეს 06.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-06T20:11+0400
2024-12-06T20:11+0400
2024-12-06T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775511_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_d305d7bfaa1e56ab0bb51e271467864f.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „მოქალაქეებისა" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელ ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისთვის 4 დეკემბერს დააკავეს. როგორც ელისაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, პოლიციელების მხრიდან პოლიტიკოსის დაკავებისას განხორციელდა არაპროპორციული ძალა - მას სახისა და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები.შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისის ცენტრში მოხდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ელისაშვილი ბაბაევს, მამაკაცები ემოციურად საუბარს იწყებენ, შემდეგ კი ოპოზიციონერი ფიზიკურ ძალას მიმართავს.ელისაშვილის დაცვის მხარემ მოსამართლეს 3000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მან ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.მას ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. იგი „ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ შევიდა.აღნიშნულმა კოალიციამ, რომელშიც შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედანი", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 14 მანდატი მოიპოვა.ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, აცხადებენ რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775511_400:233:2169:1560_1920x0_80_0_0_182c498c81a63dcbdf8abe7b07df3fc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თავისუფლების მოედანზე 4 დეკემბერს დააკავეს
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „მოქალაქეებისა" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელ ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისთვის 4 დეკემბერს დააკავეს. როგორც ელისაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, პოლიციელების მხრიდან პოლიტიკოსის დაკავებისას განხორციელდა არაპროპორციული ძალა - მას სახისა და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები.
შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისის ცენტრში მოხდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ელისაშვილი ბაბაევს, მამაკაცები ემოციურად საუბარს იწყებენ, შემდეგ კი ოპოზიციონერი ფიზიკურ ძალას მიმართავს.
ელისაშვილის დაცვის მხარემ მოსამართლეს 3000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მან ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მას ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. იგი „ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ შევიდა.
აღნიშნულმა კოალიციამ, რომელშიც შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედანი", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 14 მანდატი მოიპოვა.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, აცხადებენ რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.