https://sputnik-georgia.com/20241205/strasburgma-kezerashvilis-mier-tanxis-gaplangva-daadastura-291257534.html
სტრასბურგმა კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროდან თანხის გაფლანგვის ფაქტი დაადასტურა
სტრასბურგმა კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროდან თანხის გაფლანგვის ფაქტი დაადასტურა
Sputnik საქართველო
დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2006-2008 წლებში ეკავა. 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T15:06+0400
2024-12-05T15:06+0400
2024-12-05T15:06+0400
საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_0:182:2669:1683_1920x0_80_0_0_96c71a7c21b8fae8c2fe62b0c6b10c0e.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაფლანგა ქართული ჯარის კუთვნილი საბიუჯეტო თანხები და მის მიმართ არანაირი პოლიტიკური დევნა არ მომხდარა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად 10 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. საქმის მასალების თანახმად, 2008 წელს კეზერაშვილმა 5 მილიონ ევროზე მეტი გადაურიცხა კომპანია Girwood Business Corp-ს, რომელიც ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. აღნიშნული თანხა სამხედრო წვრთნებზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ საბოლოოდ ეს წვრთნები არ ჩატარდა.დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2006-2008 წლებში ეკავა. ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების (2012 წელი) შემდეგ მან საქართველო დატოვა. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა 2015 წელს ინტერპოლმა კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღო.კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა.მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_343:184:2291:1645_1920x0_80_0_0_f38ede5cbfd08a5e5b273f2879f39f7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სტრასბურგმა კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროდან თანხის გაფლანგვის ფაქტი დაადასტურა
დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2006-2008 წლებში ეკავა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაფლანგა ქართული ჯარის კუთვნილი საბიუჯეტო თანხები და მის მიმართ არანაირი პოლიტიკური დევნა არ მომხდარა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად 10 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წელს კეზერაშვილმა 5 მილიონ ევროზე მეტი გადაურიცხა კომპანია Girwood Business Corp-ს, რომელიც ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. აღნიშნული თანხა სამხედრო წვრთნებზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ საბოლოოდ ეს წვრთნები არ ჩატარდა.
დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2006-2008 წლებში ეკავა. ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების (2012 წელი) შემდეგ მან საქართველო დატოვა. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა 2015 წელს ინტერპოლმა კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღო.
კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.