https://sputnik-georgia.com/20241205/ruset-ukrainiskonfliqti-291252831.html
მოსაზრება: კურსკის ჯოჯოხეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის – „საჩუქარი“ ტრამპს
მოსაზრება: კურსკის ჯოჯოხეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის – „საჩუქარი“ ტრამპს
Sputnik საქართველო
კურსკის რეგიონში უკრაინული არმიის ყველაზე გამოცდილი ბრიგადების გაწირვა რაღაც პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. „თვითმკვლელთა მისია“ ამერიკის ახლად არჩეული... 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T11:39+0400
2024-12-05T11:39+0400
2024-12-05T11:40+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/08/290794257_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_d22f43ff89b7575ec0f3016885c3d5ec.jpg
კურსკის რეგიონში უკრაინული არმიის ყველაზე გამოცდილი ბრიგადების გაწირვა რაღაც პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. „თვითმკვლელთა მისია“ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციისთვის დატოვებული „საჩუქარია“. ტრამპმა პირობა დადო, რომ ევროპაში ომს შეაჩერებდა, ამერიკის „სიღრმისეული სახელმწიფოს“ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესების საწინააღმდეგოდ.რუსეთის არმია აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურებას კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე. „სევერის “ დაჯგუფებამ გაანადგურა უკრაინული 11 ბრიგადის ნაწილები ალექსანდრიის, ვიქტოროვკის, კურილოვკის, ლებედევკის, ლეონიდოვოს, მალი ლოკნის, მარტინოვკის, ნიჟნი კლინის, ნიკოლაევო-დარინოს, ნიკოლსკის, ნოვოივანოვკის, პლეხოვოს, სვერდლიკოვოს და სამხრეთის დასახლებულ პუნქტებში.არტილერიის, ოპერატიულ-ტაქტიკური და საარმიო ავიაციის დარტყმები ანადგურებდა მტერს კურსკის სოფლების მიდამოებში, აგრეთვე მეზობელი სუმის რეგიონის დასახლებულ პუნქტებთან. მტრის დანაკარგებმა ერთ დღე-ღამეში 300-მდე მებრძოლი შეადგინა – ეს მათი საშუალო დღიური „ნორმაა“. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კურსკის მიმართულებით ბრძოლებისას განადგურებულია 37 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო (18 ბრიგადა), 228 ტანკი, 288 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 1 220 სხვა ჯავშანტექნიკა, 348 არტილერიის დანადგარი და ზალპური ცეცხლის სისტემა, 13 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 70 რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და უკრაინის შეიარაღებული ძალების საინჟინრო ტექნიკა.კურსკის მიმართულებით და ზოგადად, უკრაინის საომარ თეატრში რუსეთის შეტევა ჩქარდება, რაც დასავლეთს სასოწარკვეთილებაში აგდებს. ჩეხური გამოცემა Parlamentní listy აღნიშნავს: „უკრაინის მდგომარეობა არ არის საუკეთესო, ის ყველა მიმართულებით ტერიტორიებს კარგავს“. ამერიკული ჟურნალი Newsweek წერს: „ეს შემოდგომა უკრაინისთვის მძიმე იყო“. ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა კურსკის რეგიონში 500 კვ.კმ-ზე მეტი და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში კიდევ 1 600 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს. Newsweek-ის პროგნოზი ასეთია: „რუსეთის არმია, ალბათ, გააგრძელებს შეტევას პოკროვსკის – ველიკა ნოვოსელკის მიმართულებით და მალე შეძლებს, კიდევ 700 კვ.კმ-ის დაპყრობას... გაარღვევს უკრაინის დაცვას ჩასოვი იარის და ტორეცკის მიდამოებში... უახლოეს თვეებში ჩვენ ვიხილავთ ბრძოლას პოკროვსკისთვის“.უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის საჭირო დრო, რესურსები და ძალები სრულად არის მობილიზებული. რუსეთის სამხედრო ძალების მომზადების სისტემა მუდმივად იხვეწება: 2024 წელს სარეზერვო პოლკებში სპეციალური სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისათვის 300,000-ზე მეტი კონტრაქტორი გაიწვრთნა.„კუდი ვერ მართავს ძაღლს“, მაგრამ ნატოს საბჭოს მორიგი შეხვედრის წინა დღეს – „უკრაინა ბრიუსელში“, კიევის რეჟიმმა 3 დეკემბერს ოფიციალურად უარყო უსაფრთხოების ნებისმიერი შესაძლო ფორმატი, რომელიც ნატოს წევრობას ჩაანაცვლებდა. ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს „სევდიანად“ განიხილავენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მიმდინარე სიტუაციას და რუსეთის შეტევის დაჩქარებას. უკრაინის ომის რუკა კიევის შეიარაღებული ძალებისთვის უიმედოდ გამოიყურება.ვაშინგტონმა, ერთი დღით ადრე, უკრაინულ მარიონეტულ რეჟიმს 725 მილიონი დოლარის მოცულობის „პაკეტი“ გაუგზავნა, რომელიც მოიცავს დამატებით Javelin-სა და AT-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, HIMARS-ისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიულ ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტებს და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. ეს მხოლოდ სასოწარკვეთილების აქტებია.ამერიკის მთავრობის მიდგომის გეოპოლიტიკური ინერცია და მტაცებლური ინსტინქტები, რომელიც მოქმედი ადმინისტრაციის წასვლასთანაა დაკავშირებული, კვლავ ამარაგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღით. პენტაგონის არსენალების ზიანის ხარჯზეც კი. „ჩვენ შემდეგ – თუნდაც კატასტროფა იყოს“. მორიგი ეგზისტენციური მარცხის პირისპირ მდგომი დასავლეთი ვერ ახერხებს უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, რომელშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია ნატოს ათეულობით ქვეყანა, მილიონობით ადამიანი და ასობით მილიარდი დოლარი და ევრო. ამ „დახმარებას“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რაიმე კარგი შედეგი არ მოაქვს.ამასობაში, პენტაგონი ცინიკურად აანალიზებს ATACMS-ის ტიპის რაკეტების „ბრძოლის პირობებში“ გამოყენების გამოცდილებას რუსეთის „ძველ რეგიონებზე“. ამავდროულად, „ისკანდერის“ გამშვები დანადგარები წარმატებით ანადგურებენ ATACMS-ის ხუთ სარაკეტო დანადგარს სუმის რეგიონში.უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფული დანაკარგების ფონზე, დეზერტირების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ერთ წელიწადში 60,000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „უკვალოდ დაკარგულთა“ შემთხვევები რომ არ ჩავთვალოდ. Military Watch Magazine-ის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან ფრონტი თვითნებურად და სამუდამოდ 200,000-მდე უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა.კურსკის მიმართულებაზე უკრაინის დაქანცულ ბრიგადებს „ნაბრძანები აქვთ“, 2025 წლის 20 იანვრამდე (დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე) პოზიციების შენარჩუნება, ანუ ნელ-ნელა უკან დახევა რუსეთის ძალების დარტყმების ფონზე, რაც დამატებით 15 ათასი მებრძოლის დაღუპვას გამოიწვევს (საშუალო პროგნოზის მიხედვით).მაგრამ რა იქნება შემდეგ? როგორც ჩანს, დასავლეთს კურსკის სასაზღვრო „პლაცდარმი“ სჭირდება მოსკოვთან მომავალი მოლაპარაკებების დროს ვაჭრობისთვის. თუმცა, რუსეთი ტერიტორიულ გაცვლებში არ მონაწილეობს: „საკუთარ მიწას ვერავის დავუთმობთ“. საეჭვოა, რომ ტრამპს ასეთი პოტენციურად პრობლემური (და საშიში) „საჩუქარი“ გაახარებს. გარდა ამისა, 2025 წელს უკრაინის რეჟიმს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად დამატებით 126 მილიარდი დოლარი დასჭირდება.ნატოს სტრატეგებმა კარგად იციან, რომ ამერიკული გეგმა – რუსეთის დასუსტება უკრაინის ხელით – კრახით დასრულდა. კიევის რეჟიმისთვის სამხედრო მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება, მიუხედავად აშშ-ისგან თანამედროვე იარაღის მიწოდებებისა. ჯო ბაიდენის მოქმედმა ადმინისტრაციამ, თავისი უგუნური „უკრაინული პროექტით“, საბოლოოდ გააძლიერა რუსეთი.ნატოს სამხედრო ბიუჯეტი 10-ჯერ აღემატება რუსეთისას, მაგრამ სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტმა SIPRI დაასკვნა: ალიანსს არ შეუძლია „თავისი ხარჯები კრიზისულ პირობებში ცეცხლსასროლ ძალაში გადაიტანოს“, ხოლო რუსეთის თავდაცვის წარმოება დღეს „აშშ-ისა და ნატოს წევრი ყველა ქვეყნის ჯამურ წარმოებასაც კი უსწრებს“.ვისაც სჯერა თოვლის ბაბუის ან კეთილი ამერიკელი პრეზიდენტის არსებობის, უნდა ახსოვდეს: რუსეთის მომავალი არ არის დამოკიდებული თეთრ სახლში ადმინისტრაციის შეცვლაზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/08/290794257_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_4f06ac5050084fba241f81b68f865030.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
კურსკის რეგიონში უკრაინული არმიის ყველაზე გამოცდილი ბრიგადების გაწირვა რაღაც პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. „თვითმკვლელთა მისია“ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციისთვის დატოვებული „საჩუქარია“. ტრამპმა პირობა დადო, რომ ევროპაში ომს შეაჩერებდა, ამერიკის „სიღრმისეული სახელმწიფოს“ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რუსეთის არმია აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურებას კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე. „სევერის “ დაჯგუფებამ გაანადგურა უკრაინული 11 ბრიგადის ნაწილები ალექსანდრიის, ვიქტოროვკის, კურილოვკის, ლებედევკის, ლეონიდოვოს, მალი ლოკნის, მარტინოვკის, ნიჟნი კლინის, ნიკოლაევო-დარინოს, ნიკოლსკის, ნოვოივანოვკის, პლეხოვოს, სვერდლიკოვოს და სამხრეთის დასახლებულ პუნქტებში.
არტილერიის, ოპერატიულ-ტაქტიკური და საარმიო ავიაციის დარტყმები ანადგურებდა მტერს კურსკის სოფლების მიდამოებში, აგრეთვე მეზობელი სუმის რეგიონის დასახლებულ პუნქტებთან. მტრის დანაკარგებმა ერთ დღე-ღამეში 300-მდე მებრძოლი შეადგინა – ეს მათი საშუალო დღიური „ნორმაა“. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კურსკის მიმართულებით ბრძოლებისას განადგურებულია 37 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო (18 ბრიგადა), 228 ტანკი, 288 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 1 220 სხვა ჯავშანტექნიკა, 348 არტილერიის დანადგარი და ზალპური ცეცხლის სისტემა, 13 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 70 რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და უკრაინის შეიარაღებული ძალების საინჟინრო ტექნიკა.
კურსკის მიმართულებით და ზოგადად, უკრაინის საომარ თეატრში რუსეთის შეტევა ჩქარდება, რაც დასავლეთს სასოწარკვეთილებაში აგდებს. ჩეხური გამოცემა Parlamentní listy აღნიშნავს: „უკრაინის მდგომარეობა არ არის საუკეთესო, ის ყველა მიმართულებით ტერიტორიებს კარგავს“. ამერიკული ჟურნალი Newsweek წერს: „ეს შემოდგომა უკრაინისთვის მძიმე იყო“. ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა კურსკის რეგიონში 500 კვ.კმ-ზე მეტი და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში კიდევ 1 600 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს. Newsweek-ის პროგნოზი ასეთია: „რუსეთის არმია, ალბათ, გააგრძელებს შეტევას პოკროვსკის – ველიკა ნოვოსელკის მიმართულებით და მალე შეძლებს, კიდევ 700 კვ.კმ-ის დაპყრობას... გაარღვევს უკრაინის დაცვას ჩასოვი იარის და ტორეცკის მიდამოებში... უახლოეს თვეებში ჩვენ ვიხილავთ ბრძოლას პოკროვსკისთვის“.
უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის საჭირო დრო, რესურსები და ძალები სრულად არის მობილიზებული. რუსეთის სამხედრო ძალების მომზადების სისტემა მუდმივად იხვეწება: 2024 წელს სარეზერვო პოლკებში სპეციალური სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისათვის 300,000-ზე მეტი კონტრაქტორი გაიწვრთნა.
„კუდი ვერ მართავს ძაღლს“, მაგრამ ნატოს საბჭოს მორიგი შეხვედრის წინა დღეს – „უკრაინა ბრიუსელში“, კიევის რეჟიმმა 3 დეკემბერს ოფიციალურად უარყო უსაფრთხოების ნებისმიერი შესაძლო ფორმატი, რომელიც ნატოს წევრობას ჩაანაცვლებდა. ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს „სევდიანად“ განიხილავენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მიმდინარე სიტუაციას და რუსეთის შეტევის დაჩქარებას. უკრაინის ომის რუკა კიევის შეიარაღებული ძალებისთვის უიმედოდ გამოიყურება.
ვაშინგტონმა, ერთი დღით ადრე, უკრაინულ მარიონეტულ რეჟიმს 725 მილიონი დოლარის მოცულობის „პაკეტი“ გაუგზავნა, რომელიც მოიცავს დამატებით Javelin-სა და AT-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, HIMARS-ისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიულ ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტებს და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. ეს მხოლოდ სასოწარკვეთილების აქტებია.
ამერიკის მთავრობის მიდგომის გეოპოლიტიკური ინერცია და მტაცებლური ინსტინქტები, რომელიც მოქმედი ადმინისტრაციის წასვლასთანაა დაკავშირებული, კვლავ ამარაგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღით. პენტაგონის არსენალების ზიანის ხარჯზეც კი. „ჩვენ შემდეგ – თუნდაც კატასტროფა იყოს“. მორიგი ეგზისტენციური მარცხის პირისპირ მდგომი დასავლეთი ვერ ახერხებს უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, რომელშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია ნატოს ათეულობით ქვეყანა, მილიონობით ადამიანი და ასობით მილიარდი დოლარი და ევრო. ამ „დახმარებას“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რაიმე კარგი შედეგი არ მოაქვს.
ამასობაში, პენტაგონი ცინიკურად აანალიზებს ATACMS-ის ტიპის რაკეტების „ბრძოლის პირობებში“ გამოყენების გამოცდილებას რუსეთის „ძველ რეგიონებზე“. ამავდროულად, „ისკანდერის“ გამშვები დანადგარები წარმატებით ანადგურებენ ATACMS-ის ხუთ სარაკეტო დანადგარს სუმის რეგიონში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფული დანაკარგების ფონზე, დეზერტირების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ერთ წელიწადში 60,000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „უკვალოდ დაკარგულთა“ შემთხვევები რომ არ ჩავთვალოდ. Military Watch Magazine-ის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან ფრონტი თვითნებურად და სამუდამოდ 200,000-მდე უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა.
კურსკის მიმართულებაზე უკრაინის დაქანცულ ბრიგადებს „ნაბრძანები აქვთ“, 2025 წლის 20 იანვრამდე (დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე) პოზიციების შენარჩუნება, ანუ ნელ-ნელა უკან დახევა რუსეთის ძალების დარტყმების ფონზე, რაც დამატებით 15 ათასი მებრძოლის დაღუპვას გამოიწვევს (საშუალო პროგნოზის მიხედვით).
მაგრამ რა იქნება შემდეგ? როგორც ჩანს, დასავლეთს კურსკის სასაზღვრო „პლაცდარმი“ სჭირდება მოსკოვთან მომავალი მოლაპარაკებების დროს ვაჭრობისთვის. თუმცა, რუსეთი ტერიტორიულ გაცვლებში არ მონაწილეობს: „საკუთარ მიწას ვერავის დავუთმობთ“. საეჭვოა, რომ ტრამპს ასეთი პოტენციურად პრობლემური (და საშიში) „საჩუქარი“ გაახარებს. გარდა ამისა, 2025 წელს უკრაინის რეჟიმს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად დამატებით 126 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
ნატოს სტრატეგებმა კარგად იციან, რომ ამერიკული გეგმა – რუსეთის დასუსტება უკრაინის ხელით – კრახით დასრულდა. კიევის რეჟიმისთვის სამხედრო მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება, მიუხედავად აშშ-ისგან თანამედროვე იარაღის მიწოდებებისა. ჯო ბაიდენის მოქმედმა ადმინისტრაციამ, თავისი უგუნური „უკრაინული პროექტით“, საბოლოოდ გააძლიერა რუსეთი.
ნატოს სამხედრო ბიუჯეტი 10-ჯერ აღემატება რუსეთისას, მაგრამ სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტმა SIPRI დაასკვნა: ალიანსს არ შეუძლია „თავისი ხარჯები კრიზისულ პირობებში ცეცხლსასროლ ძალაში გადაიტანოს“, ხოლო რუსეთის თავდაცვის წარმოება დღეს „აშშ-ისა და ნატოს წევრი ყველა ქვეყნის ჯამურ წარმოებასაც კი უსწრებს“.
ვისაც სჯერა თოვლის ბაბუის ან კეთილი ამერიკელი პრეზიდენტის არსებობის, უნდა ახსოვდეს: რუსეთის მომავალი არ არის დამოკიდებული თეთრ სახლში ადმინისტრაციის შეცვლაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე