https://sputnik-georgia.com/20241205/robert-sturuam-aqciis-monawileebtan-rustavelis-teatri-daicva-291264375.html
რობერტ სტურუამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინაშე რუსთაველის თეატრი დაიცვა
რობერტ სტურუამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინაშე რუსთაველის თეატრი დაიცვა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 12 დეკემბრამდე გააუქმოს ყველა დაგეგმილი სპექტაკლი. 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T22:00+0400
2024-12-05T22:00+0400
2024-12-05T22:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23529/08/235290862_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_43e6b5ec5439897647b4907e74ca239f.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი პოლიტიკაში არ ერევა და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს, დაწერა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, 86 წლის რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში.თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა აქციის დაშლისას სპეცრაზმის დახმარებაში დაადანაშაულეს. თითქოს სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს თეატრის შენობის სახურავიდან ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ესროდნენ. თეატრის ხელმძღვანელობამ ბრალდება იმავე დღეს უარყო და აღნიშნა, რომ პირიქით, აქციის დაწყების დღიდან თეატრის კარი ღია იყო აქციის მონაწილეებისთვის.გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება 12 დეკემბრამდე გააუქმოს ყველა დაგეგმილი სპექტაკლი.რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობამ ასევე მიმართა ქართული მედიის წარმომადგენლებს თხოვნით, არ გაავრცელონ ცილისმწამებლური და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც ესოდენ მძიმე ემოციურ ფონზე, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი ახდენს მომიტინგეების პროვოცირებას, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების“ ქმედებებს.ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს.ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23529/08/235290862_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_01d5ed62dc4ef9d716708ee8c1f90c5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
რობერტ სტურუამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინაშე რუსთაველის თეატრი დაიცვა
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 12 დეკემბრამდე გააუქმოს ყველა დაგეგმილი სპექტაკლი.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი პოლიტიკაში არ ერევა და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს, დაწერა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, 86 წლის რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში.
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა აქციის დაშლისას სპეცრაზმის დახმარებაში დაადანაშაულეს. თითქოს სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს თეატრის შენობის სახურავიდან ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ესროდნენ. თეატრის ხელმძღვანელობამ ბრალდება იმავე დღეს უარყო და აღნიშნა, რომ პირიქით, აქციის დაწყების დღიდან თეატრის კარი ღია იყო აქციის მონაწილეებისთვის.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - დაწერა სტურუამ.
გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება 12 დეკემბრამდე გააუქმოს ყველა დაგეგმილი სპექტაკლი.
რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობამ ასევე მიმართა ქართული მედიის წარმომადგენლებს თხოვნით, არ გაავრცელონ ცილისმწამებლური და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც ესოდენ მძიმე ემოციურ ფონზე, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი ახდენს მომიტინგეების პროვოცირებას, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების“ ქმედებებს.
ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს.
ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.