https://sputnik-georgia.com/20241205/ratom-ar-imatebs-pasebi-turnavas-ganmarteba-291262825.html
რატომ არ იმატებს ფასები - თურნავას განმარტება
რატომ არ იმატებს ფასები - თურნავას განმარტება
Sputnik საქართველო
ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T20:13+0400
2024-12-05T20:13+0400
2024-12-05T20:13+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282597809_0:146:1800:1160_1920x0_80_0_0_94fc29d3890b01df0a2a78bc82fc6b23.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თანამიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ განაპირობა ფასების სტაბილურობა და ინფლაცია რჩება მიზნობრივ დონეზე ქვემოთ, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1,3% შეადგინა.მისი განცხადებით, ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8,0%-ს შეადგენს.„მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1,2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - განაცხადა თურნავამ.წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ნოემბერი 2023 წლის ნოემბერთან) საქართველოში 1,3% შეადგინა - მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,1%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (5,1%), განათლების (4,9%) სფეროებში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (3,1%) და ჯანდაცვის სფეროში (2,1%).ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,9%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (3,7%), ტრანსპორტზე (2,1%), ავეჯზე (0,6%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,5%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,1%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282597809_379:134:1800:1199_1920x0_80_0_0_b07841b06324ec9a9ab9691f6a7d4b97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რატომ არ იმატებს ფასები - თურნავას განმარტება
ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თანამიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ განაპირობა ფასების სტაბილურობა და ინფლაცია რჩება მიზნობრივ დონეზე ქვემოთ, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1,3% შეადგინა.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების თვალსაზრისით და ასევე არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკებისა, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი ნარჩუნდება", - განაცხადა თურნავამ.
მისი განცხადებით, ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8,0%-ს შეადგენს.
„მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1,2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - განაცხადა თურნავამ.
წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ნოემბერი 2023 წლის ნოემბერთან) საქართველოში 1,3% შეადგინა - მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,1%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (5,1%), განათლების (4,9%) სფეროებში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (3,1%) და ჯანდაცვის სფეროში (2,1%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,9%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (3,7%), ტრანსპორტზე (2,1%), ავეჯზე (0,6%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,5%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,1%).