https://sputnik-georgia.com/20241205/erovnuli-banki-gancxadebas-avrcelebs-291251421.html
ეროვნული ბანკი: დეპოზიტების კონვერტაციაზე არანაირი შეზღუდვა არ წესდება
ეროვნული ბანკი: დეპოზიტების კონვერტაციაზე არანაირი შეზღუდვა არ წესდება
Sputnik საქართველო
რეგულატორის ცნობით, საბანკო სექტორი სტაბილურია და კომერციულ ბანკებს საკმარისი შესაძლებლობები აქვთ კრიზისთან გამკლავების. 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T15:28+0400
2024-12-05T15:28+0400
2024-12-05T15:28+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების კონერტაციაზე შეზღუდვებს არ აწესებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.სოციალურ ქსელებში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თანამშრომელმა გიორგი ესაკიამ პოსტი გამოქვეყნა იმის თაობაზე, რომ ლარის გაუფასურება გამოიწვევს შეზღუდვებს, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე, რათა შეინარჩუნონ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს იყო მისი პირადი აზრი და არა ოფიციალური გადაწყვეტილება.სებ-მა მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. „ყოველი ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორი სტაბილურია და კომერციულ ბანკებს საკმარისი შესაძლებლობები აქვთ კრიზისთან გამკლავების.გარდა ამისა, სებ-ში აღნიშნავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბანკებს აქვთ დამატებით საკრედიტო ხაზები და შესაძლებლობა, მოიზიდონ თანხები უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან.საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ეროვნული ვალუტა 3,8%-ით გაუფასურდა. ჯერ კიდევ 28 ნოემბერს, ქუჩის პროტესტის დაწყების დღეს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2,7422 GEL/$1, ხოლო 5 დეკემბერს - 2,8468 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.მარეგულირებელმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა. ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.როგორც რეგულატორმა აღნიშნა, გაგრძელდება რეზერვების შევსების პროცესი სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამას შესაძლებელს გახდის.2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
ეროვნული ბანკი: დეპოზიტების კონვერტაციაზე არანაირი შეზღუდვა არ წესდება
რეგულატორის ცნობით, საბანკო სექტორი სტაბილურია და კომერციულ ბანკებს საკმარისი შესაძლებლობები აქვთ კრიზისთან გამკლავების.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების კონერტაციაზე შეზღუდვებს არ აწესებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სოციალურ ქსელებში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თანამშრომელმა გიორგი ესაკიამ პოსტი გამოქვეყნა იმის თაობაზე, რომ ლარის გაუფასურება გამოიწვევს შეზღუდვებს, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე, რათა შეინარჩუნონ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს იყო მისი პირადი აზრი და არა ოფიციალური გადაწყვეტილება.
„კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-მა მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. „ყოველი ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორი სტაბილურია და კომერციულ ბანკებს საკმარისი შესაძლებლობები აქვთ კრიზისთან გამკლავების.
„ლიკვიდური აქტივების მოცულობა 18 მილიარდი ლარის ექვივალენტს აჭარბებს და უმეტესად უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული, ამიტომ რაიმე საფრთხე დეპოზიტების მომსახურების ბუნებრივია არ დგას", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სებ-ში აღნიშნავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბანკებს აქვთ დამატებით საკრედიტო ხაზები და შესაძლებლობა, მოიზიდონ თანხები უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ეროვნული ვალუტა 3,8%-ით გაუფასურდა. ჯერ კიდევ 28 ნოემბერს, ქუჩის პროტესტის დაწყების დღეს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2,7422 GEL/$1, ხოლო 5 დეკემბერს - 2,8468 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
მარეგულირებელმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა. ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.
როგორც რეგულატორმა აღნიშნა, გაგრძელდება რეზერვების შევსების პროცესი სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამას შესაძლებელს გახდის.
2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.