https://sputnik-georgia.com/20241205/elisashvils-braldeba-warudgines-291263724.html
ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს
ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თავისუფლების მოედანზე გუშინ დააკავეს 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T21:18+0400
2024-12-05T21:18+0400
2024-12-05T21:36+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324611_0:48:1280:769_1920x0_80_0_0_ebd99f92e361f1f56a073af730bea63f.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. პარტია „მოქალაქეებისა" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დამატებითი კვლევების ჩასატარებლად კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს, იუწყება ქართული მედია.სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელ ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისთვის გუშინ, 4 დეკემბერს დააკავეს. შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისის ცენტრში მოხდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ელისაშვილი ბაბაევს, მამაკაცები ემოციურად საუბარს იწყებენ, შემდეგ კი ოპოზიციონერი ფიზიკურ ძალას მიმართავს.როგორც პარტია „მოქალაქეების" პრეს-სამსახურში განაცხადეს, ელისაშვილს კლინიკაში რენტგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები. დაკავებული ელისაშვილი სახალხო დამცველის რწმუნებულებმა უკვე მოინახულეს. როგორც ელისაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, პოლიციელების მხრიდან პოლიტიკოსის დაკავებისას განხორციელდა არაპროპორციული ძალა - მას სახისა და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები. საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.მას ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. იგი „ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ შევიდა.აღნიშნულმა კოალიციამ, რომელშიც შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედანი", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 14 მანდატი მოიპოვა.ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, აცხადებენ რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324611_81:0:1218:853_1920x0_80_0_0_fd65874a990fde3ad8d95b7cb92d5e32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს
21:18 05.12.2024 (განახლებულია: 21:36 05.12.2024) პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თავისუფლების მოედანზე გუშინ დააკავეს
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. პარტია „მოქალაქეებისა" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დამატებითი კვლევების ჩასატარებლად კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს, იუწყება ქართული მედია.
სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელ ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისთვის გუშინ, 4 დეკემბერს დააკავეს.
შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისის ცენტრში მოხდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ელისაშვილი ბაბაევს, მამაკაცები ემოციურად საუბარს იწყებენ, შემდეგ კი ოპოზიციონერი ფიზიკურ ძალას მიმართავს.
როგორც პარტია „მოქალაქეების" პრეს-სამსახურში განაცხადეს, ელისაშვილს კლინიკაში რენტგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები.
დაკავებული ელისაშვილი სახალხო დამცველის რწმუნებულებმა უკვე მოინახულეს. როგორც ელისაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, პოლიციელების მხრიდან პოლიტიკოსის დაკავებისას განხორციელდა არაპროპორციული ძალა - მას სახისა და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები.
საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია განცხადებაში.
მას ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. იგი „ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ შევიდა.
აღნიშნულმა კოალიციამ, რომელშიც შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედანი", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 14 მანდატი მოიპოვა.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, აცხადებენ რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.