https://sputnik-georgia.com/20241205/ashsh-xelisufpebas-axali-sanqciebit-emuqreba-291253813.html
აშშ სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს, ხელისუფლებას კი ახალი სანქციებით ემუქრება
აშშ სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს, ხელისუფლებას კი ახალი სანქციებით ემუქრება
Sputnik საქართველო
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ... 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T12:12+0400
2024-12-05T12:12+0400
2024-12-05T12:12+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_662d5979a4e6166df6fc179111d07b2a.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. აშშ მკაცრად გმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ და ემზადება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ათასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით. „მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი", - ნათქვამია განცხადებაში.როგორც ბლინკენმა განაცხადა, აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. „გარდა იმისა, რომ გრძელდება ადრე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა, აშშ ემზადება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში აშშ-ის სახდეპარტამენტის პრეს-მდივანმა მეთიუ მილერმაც დააფიქსირა.30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის ერთგულებაზე, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე.ამის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს საუბარს.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ca0e3ba1591e68a63d1bc16f7823e8e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
აშშ სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს, ხელისუფლებას კი ახალი სანქციებით ემუქრება
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. აშშ მკაცრად გმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ და ემზადება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ათასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით.
„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბლინკენმა განაცხადა, აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
„გარდა იმისა, რომ გრძელდება ადრე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა, აშშ ემზადება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში აშშ-ის სახდეპარტამენტის პრეს-მდივანმა მეთიუ მილერმაც დააფიქსირა.
„აშშ კატეგორიულად გმობს „ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მათ მიმართ, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას", - დაწერა მილერმა.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის ერთგულებაზე, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე.
ამის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს საუბარს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.