https://sputnik-georgia.com/20241204/saqartvelosi-nacmaidani-cavarda-yvelafers-vakontrolebt-premieri-291244082.html
საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა, ყველაფერს ვაკონტროლებთ - პრემიერი
საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა, ყველაფერს ვაკონტროლებთ - პრემიერი
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ცენტრში არეულობაში გადაქცეულ საპროტესტო აქციებს საქართველოში მეიდანის... 04.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-04T18:20+0400
2024-12-04T18:20+0400
2024-12-04T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291235668_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_bae11f7a864e542264c49272d68e513f.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ცენტრში არეულობაში გადაქცეულ საპროტესტო აქციებს საქართველოში მეიდანის მოწყობის წარუმატებელი მცდელობა უწოდა და მოსახლეობა დაარწმუნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.28 ნოემბრიდან, როდესაც პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა, ქვეყანაში პროტესტის ტალღა აგორდა. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი წინა დღეებში აზიანებდა ინფრასტრუქტურას, ესროდა ძალოვანებს ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.„ნაცმაიდანში“ ხელისუფლება გულისხმობს, რომ ამ მოვლენების უკან „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დგას.„ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, - განაცხადა კობახიძემ.ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ უცხოელი პატრონების მითითებით და მათი დაფინანსებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის.საპროტესტო აქციები პერმანენტულად სხვადასხვა ქალაქში იმართება, თუმცა თბილისში პროტესტის ტალღამ სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, პროტესტის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში 162 დაშავებული გადაიყვანეს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე მძიმედ დაშავდა უწყების 143 თანამშრომელი.ამ დროისთვის დაკავებულია 300-მდე ადამიანი, აქედან მხოლოდ ექვსი პირი იყო დაკავებული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, დანარჩენი კი ადმინისტრაციული წესით - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტშია და ისინი აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გახსნას მოლაპარაკებები, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა, შემდეგ გამოაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უწოდებს საბოლოო მტკიცებულებას იმისა, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალეს. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს, რადგან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291235668_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_03e21c09906d5d3a6237c7c77a4b4110.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ცენტრში არეულობაში გადაქცეულ საპროტესტო აქციებს საქართველოში მეიდანის მოწყობის წარუმატებელი მცდელობა უწოდა და მოსახლეობა დაარწმუნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
28 ნოემბრიდან, როდესაც პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა, ქვეყანაში პროტესტის ტალღა აგორდა. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი წინა დღეებში აზიანებდა ინფრასტრუქტურას, ესროდა ძალოვანებს ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნეს საქმიანობას და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც არის განწირული წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
„ნაცმაიდანში“ ხელისუფლება გულისხმობს, რომ ამ მოვლენების უკან „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დგას.
„ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, - განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ უცხოელი პატრონების მითითებით და მათი დაფინანსებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად სხვადასხვა ქალაქში იმართება, თუმცა თბილისში პროტესტის ტალღამ სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, პროტესტის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში 162 დაშავებული გადაიყვანეს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე მძიმედ დაშავდა უწყების 143 თანამშრომელი.
ამ დროისთვის დაკავებულია 300-მდე ადამიანი, აქედან მხოლოდ ექვსი პირი იყო დაკავებული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, დანარჩენი კი ადმინისტრაციული წესით - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტშია და ისინი აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გახსნას მოლაპარაკებები, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.
ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა, შემდეგ გამოაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უწოდებს საბოლოო მტკიცებულებას იმისა, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალეს. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს, რადგან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.