https://sputnik-georgia.com/20241204/saqartvelosi-inflacia-gaizarda-noembris-statistika-291234024.html
საქართველოში ინფლაცია გაიზარდა - ნოემბრის სტატისტიკა
საქართველოში ინფლაცია გაიზარდა - ნოემბრის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა. 04.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-04T10:37+0400
2024-12-04T10:37+0400
2024-12-04T10:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442480_0:158:3078:1889_1920x0_80_0_0_43ebf7f39d142333c653dd32f421487b.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ნოემბერი 2023 წლის ნოემბერთან) საქართველოში 1,3% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ოქტომბერი 2023 წლის ოქტომბერთან) საქართველოში 0,3% შეადგინა.ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,1%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (5,1%), განათლების (4,9%) სფეროებში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (3,1%) და ჯანდაცვის სფეროში (2,1%).ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,9%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (3,7%), ტრანსპორტზე (2,1%), ავეჯზე (0,6%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,5%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,1%).2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442480_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_42d615b7a3a11b8a588066ff24ccdf2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოში ინფლაცია გაიზარდა - ნოემბრის სტატისტიკა
2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ნოემბერი 2023 წლის ნოემბერთან) საქართველოში 1,3% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ოქტომბერი 2023 წლის ოქტომბერთან) საქართველოში 0,3% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,1%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (5,1%), განათლების (4,9%) სფეროებში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (3,1%) და ჯანდაცვის სფეროში (2,1%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,9%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (3,7%), ტრანსპორტზე (2,1%), ავეჯზე (0,6%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,5%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,1%).
2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.