სამეგრელოში კაცმა ცოლი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerცივი იარაღი
ცივი იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2024
გამოწერა
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სენაკში ქმარმა 45 წლის ქალი მოკლა, იუწყება გამოცემა „გურია ნიუსი“.
ტრაგედია ნაროუშვილის ქუჩაზე დატრიალდა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები მეუღლემ ცივი იარაღით მიაყენა.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა… ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, ქალი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები არ ვიცით”, - განუცხადეს „გურია ნიუსს” ადგილობრივებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, შუა ხნის კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0