საეკლესიო კალენდარი: 4 დეკემბერი

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaატენის სიონი
ატენის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მარიამის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს. მათთვის ვინც მარხულობს, ეს დღე ხსნილია თევზით
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ ასული უბოძა. როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება მღვდელმსახურთა სიმრავლის თანხლებით. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მისი ავლა ყრმას თავისით თითქოს არ შეეძლო, მაგრამ როცა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, ღვთის მადლით ფრთებშესხმულმა, დანარჩენი თოთხმეტი საფეხურიც სწრაფად აირბინა და საყდარში შევიდა.
ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
საეკლესიო კალენდარი: 3 დეკემბერი
ზეგარდამო შთაგონებით მღვდელმთავარმა ნეტარი ასული წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც წელიწადში ერთხელ. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0