https://sputnik-georgia.com/20241204/ruset-ukrainis-konfliqti-291241379.html
ზახაროვა: დასავლეთი ზელენსკის დასადანაშაულებლად ნიადაგს ამზადებს
ზახაროვა: დასავლეთი ზელენსკის დასადანაშაულებლად ნიადაგს ამზადებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთი ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაულები კიევსა და უკრაინელ ხალხს გადააბრალოს, განაცხადა რუსეთის საგარეო... 04.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-04T16:59+0400
2024-12-04T16:59+0400
2024-12-04T16:59+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282212328_0:119:2810:1700_1920x0_80_0_0_3723e10222c343e4c759711f39e11668.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთი ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაულები კიევსა და უკრაინელ ხალხს გადააბრალოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.ასეთი კომენტარი მან ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვების პასუხად გააკეთა, რომელიც, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინის მიერ ტერიტორიების შესაძლო დათმობას შეეხებოდა.მანამდე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა რუსეთის მიმართ უსაფრთხოების ისეთი გარანტიების სანაცვლოდ, როგორებიცაა, მაგალითად, ნატოში გაწევრიანება და „უკრაინელების შეიარაღებისა და მხარდაჭერის სხვა გზები“.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282212328_40:0:2771:2048_1920x0_80_0_0_074a4605d038b88d8659515f8f92107f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, ვოლოდიმირ ზელენსკი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, ვოლოდიმირ ზელენსკი
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთი ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაულები კიევსა და უკრაინელ ხალხს გადააბრალოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ასეთი კომენტარი მან ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვების პასუხად გააკეთა, რომელიც, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინის მიერ ტერიტორიების შესაძლო დათმობას შეეხებოდა.
„დასავლელები ეტაპობრივად იწყებენ ზელენსკიზე, კიევის რეჟიმსა და ზოგადად უკრაინაზე ბრალის გადატანას. ვფიქრობ, ისინი იქამდე მივლენ, რომ უბრალოდ უკრაინის მოქალაქეებს დაადანაშაულებენ... ისინი თანდათან იწყებენ ნიადაგის მომზადებას, რათა თავიანთ სიგიჟეში, თავიანთ დანაშაულებში, თავიანთ გიჟურ დანაშაულებრივ ფილოსოფიაში რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, უკრაინა, უკრაინელი ხალხი დაადანაშაულონ“, — თქვა მან.
მანამდე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა რუსეთის მიმართ უსაფრთხოების ისეთი გარანტიების სანაცვლოდ, როგორებიცაა, მაგალითად, ნატოში გაწევრიანება და „უკრაინელების შეიარაღებისა და მხარდაჭერის სხვა გზები“.