ალეკო ელისაშვილი დააკავეს

© photo: Sputnik / StringerАлеко Элисашвили в парламенте Грузии
Алеко Элисашвили в парламенте Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2024
გამოწერა
ელისაშვილი დევნის მუხლით არის დაკავებული
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს, იუწყება შსს.
ელისაშვილი „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარეზე ალი ბაბაევზე თავდასხმისთვის არის დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ყველა ახალი ამბავი
0