https://sputnik-georgia.com/20241203/wilosani-demonstrantebi-piroteqnikas-ikeneben-291221072.html
დეპუტატი: დემონსტრანტები ცეცხლსასროლ იარაღად პიროტექნიკას იყენებენ
დეპუტატი: დემონსტრანტები ცეცხლსასროლ იარაღად პიროტექნიკას იყენებენ
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შევიდა. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T15:16+0400
2024-12-03T15:16+0400
2024-12-03T15:16+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182651_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_7af341c25cfbe1c9f6c5b654bb788531.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები ცეცხლსასროლ იარაღად იყენებენ პიროტექნიკას, რომლითაც არაერთი პოლიციელი დაშავდა და შეიძლება დაშავდნენ თავად დემონსტრანტებიც, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, 28 ნოემბრიდან იმართება. ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.მან აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდა.„კიდევ ერთხელ შევახსენებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უნდა რაიმეს გაპროტესტება, ამ ქვეყანაში დემონსტრაციების საშუალება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა დარჩეს გამოხატვის ნორმალურ ფორმებში და მშვიდობიანი მიზნები უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.გუშინ, 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა შორის 3 სამართალდამცველია. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში რჩება.ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შევიდა.3 დეკემბრის ღამეს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“.აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182651_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_35b272b1cdecebd53b0f448c075e5efa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოცნება , ახალი ამბები
დეპუტატი: დემონსტრანტები ცეცხლსასროლ იარაღად პიროტექნიკას იყენებენ
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შევიდა.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები ცეცხლსასროლ იარაღად იყენებენ პიროტექნიკას, რომლითაც არაერთი პოლიციელი დაშავდა და შეიძლება დაშავდნენ თავად დემონსტრანტებიც, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, 28 ნოემბრიდან იმართება. ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
„აქციის მონაწილეების მხრიდან, ფაქტობრივად, ცეცხლსასროლ იარაღად გამოიყენება პიროტექნიკა და რომლითაც არაერთი პოლიციელი უმძიმესად დაშავდა. ამ პირობებში გამორიცხული არ არის, რომ მათ შორის, მათ რიგებშივე დაშავდეს ვინმე", - განაცხადა წილოსანმა.
მან აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდა.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უნდა რაიმეს გაპროტესტება, ამ ქვეყანაში დემონსტრაციების საშუალება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა დარჩეს გამოხატვის ნორმალურ ფორმებში და მშვიდობიანი მიზნები უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.
გუშინ, 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა შორის 3 სამართალდამცველია. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში რჩება.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შევიდა.
3 დეკემბრის ღამეს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“.
აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.