https://sputnik-georgia.com/20241203/shida-turizmis-ricxvi-izrdeba-291218296.html
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
Sputnik საქართველო
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T11:00+0400
2024-12-03T11:00+0400
2024-12-03T11:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24515/52/245155200_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_5738c264a6829a074d046207f436c1a4.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 3,8%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.458,6 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.759,4 ათასი ვიზიტი (0,4%-ით ნაკლები 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 859,6 ათასი იყო.საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 35,4% შეადგინეს. მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა.სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა2024 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე, დასასვენებლად და გასართობად. შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 411 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 612,7%-ით და 233,6 ლარი შეადგინა.ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.შიდა ტურისტების 57,5%-ს ქალები შეადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24515/52/245155200_0:0:1781:1335_1920x0_80_0_0_2220bfc77569525cc1715b2db0a25841.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 3,8%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.458,6 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.759,4 ათასი ვიზიტი (0,4%-ით ნაკლები 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 859,6 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 35,4% შეადგინეს. მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა.
სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
2024 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე, დასასვენებლად და გასართობად.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 834,2 | 47,4 |
დასვენება და გართობა | 295,6 | 16,8 |
შოპინგი | 273,4 | 15,5 |
მეორე სახლის მონახულება | 150,4 | 8,5 |
მკურნალობა | 125,6 | 7,1 |
პროფესიული საქმიანობა | 41,3 | 2,3 |
სხვა | 38,9 | 2,2 |
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 411 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 612,7%-ით და 233,6 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
შოპინგი | 130,2 | 74,0 |
საჭმელი და სასმელი | 124,9 | 71,0 |
ტრანსპორტი | 79,3 | 45,1 |
განთავსება | 34,9 | 19,8 |
გართობა | 6,1 | 3,5 |
სხვა | 35,6 | 20,3 |
შიდა ტურისტების 57,5%-ს ქალები შეადგენენ.