https://sputnik-georgia.com/20241203/rustavelis-gamzrze-vitareba-daizaba-291215020.html
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტროს სადგურ “რუსთაველისკენ”... 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T00:45+0400
2024-12-03T00:45+0400
2024-12-03T00:48+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291214253_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_639da63ce86b7995ae23a1fc48c1aba5.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტროს სადგურ “რუსთაველისკენ” გადაადგილდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სასტუმრო „თბილისი მერიოტის" მიმდებარედ, ასევე ქაშვეთის ტაძრის ეზოში იმყოფებიან.სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. აქციის მონაწილეები კი საპასუხოდ საპოლიციო ძალების მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან.აქციის მონაწილეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრთან ნაგვის ბუნკერებისგან ბარიკადები მოაწყვეს და ცდილობენ წინააღმდეგობა შეუქმნან საპოლიციო ძალებს გადაადგილებაში.თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.2 დეკემბრის აქცია, წინა დღეებისგან განსხვავებით, მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს.სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მისამართით.2 დეკემბრის დაახლოებით 22:00 საათზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, წყლის ჭავლის მანქანის თანხლებით, თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ. აქციის მონაწილეებმა კი ჭიჭინაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე გადაინაცვლეს.ამ დროისთვის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები - საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დაშვებულ ფარგლებში.საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.2 დეკემბრის ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291214253_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_188dbffe2979f80675456d90075c0a3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტროს სადგურ “რუსთაველისკენ” გადაადგილდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სასტუმრო „თბილისი მერიოტის" მიმდებარედ, ასევე ქაშვეთის ტაძრის ეზოში იმყოფებიან.
სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. აქციის მონაწილეები კი საპასუხოდ საპოლიციო ძალების მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან.
აქციის მონაწილეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრთან ნაგვის ბუნკერებისგან ბარიკადები მოაწყვეს და ცდილობენ წინააღმდეგობა შეუქმნან საპოლიციო ძალებს გადაადგილებაში.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.
2 დეკემბრის აქცია, წინა დღეებისგან განსხვავებით, მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მისამართით.
2 დეკემბრის დაახლოებით 22:00 საათზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, წყლის ჭავლის მანქანის თანხლებით, თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ. აქციის მონაწილეებმა კი ჭიჭინაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები - საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დაშვებულ ფარგლებში.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
2 დეკემბრის ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.