მოსაზრება: ნატოს პროექტი კონფლიქტის „გაყინვის“ შესახებ რუსეთისთვის მიუღებელია

© AP Photo / Virginia Mayo
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროებით „გაყინვა“ კონფლიქტის გლობალური მიზეზების აღმოფხვრის გარეშე შეუძლებელია. რუსეთის უპირობო გამარჯვება და ოპერაციის მიზნების მიღწევა მესამე მსოფლიო ომის პრევენციის ოპტიმალური ვარიანტია, რაც უზრუნველყოფს ევროპაში მტკიცე მშვიდობას და შეერთებული შტატებისთვის ბირთვული შურისძიების რისკების მოხსნას. დიპლომატიურად იდეალურია საბრძოლო მოქმედებების დასრულება კიევის რეჟიმის კაპიტულაციით. ნატოს სამხედრო ინტერვენციის ალტერნატიული გეგმა უკრაინაში „მშვიდობისმყოფელობის“ საფარქვეშ დიდი ომის გზაა რუსეთის წინააღმდეგ და დასავლეთის მარცხისკენ.
რუსული ჯარის დინამიური შეტევები, უკრაინული არმიის და მისი „მოკავშირეების“ მზარდი დანაკარგები ფრონტის ხაზზე, დასავლეთს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ უბიძგებს. ახალი „შურისძიების მცდელობა“ საჭიროებს 18-დან 25 წლამდე ასაკის „ერთი მილიონი უკრაინელი რეზერვისტის“ მომზადებას ნატოს სასწავლო ცენტრებში .
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, განაცხადეს, რომ დასავლეთი გეგმავს უკრაინაში „მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის“ შეყვანას, დაახლოებით 100 ათასი სამხედრო მოსამსახურისშემადგტენლობით. ფაქტობრივად, განიხილება ქვეყნის ოკუპაცია და მისი ტერიტორიის გაყოფა რუმინეთს (შავი ზღვის სანაპირო), პოლონეთს (დასავლეთ რეგიონები), გერმანიას (ცენტრალური და აღმოსავლეთი უკრაინა) და ბრიტანეთს (ჩრდილოეთი რეგიონები, მათ შორის კიევი) შორის.
ევროპის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 1 დეკემბერს, იტალიურ სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში, არ გამორიცხა ნატოს სამხედროების შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე „მშვიდობისმყოფელებად“, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. მანამდე გაზეთმა Le Monde-მა განაცხადა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებს „განაახლებენ“ უკრაინაში ნატოს ჯარების განთავსებაზე.
ვაშინგტონი, ევროპელ პარტნიორებთან შედარებით, ნაკლებადაა დაინტერესებული ნატოს ჯარების განლაგებით საომარი მოქმედებების ზონაში, სადაც „მშვიდობისმყოფელები“ ვერ გამოჩნდებიან კონფლიქტის ორივე მხარის თანხმობის გარეშე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაგანაცხადა. ცხადია, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს აბსურდულ ყოფნას უკრაინაში.
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის 1000 დღის განმავლობაში უკრაინის და ნატოს კონსოლიდირებული რესურსები ამოწურულია. დასავლეთს და კიევის მარიონეტებს დრო სჭირდებათ ძალების აღსადგენად (რუსეთთან ომის გასაგრძელებლად). ბანდერისტების ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიპლომატიური გადაწყვეტის“ ძიებაზე განაცხადა, რისთვისაც, მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტია უკრაინის ნატოში მიწვევა ან თუნდაც „ნატოს ქოლგის“ ქვეშ მოქცევა.
რუსეთის პოზიცია უცვლელია: კიევის რეჟიმის სწრაფვა ნატოში ომის გაგრძელებისდა არა დასრულების გარანტიაა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ნატოში უკრაინის გაწევრიანების რისკები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უკრაინაში შეუძლებელია, თუ დასავლეთი არ დასთანხმდება რუსეთისთვის მისაღებ და შეუქცევად ნაბიჯებს. მოსკოვი არ დაუშვებს კონფლიქტის „გაყინვას“ და ცეცხლის შეწყვეტას, რაც მოწინააღმდეგეს პოზიციების გაუმჯობესებისა და ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს.
რუსეთის არმია წარმატებულად მიიწევს ფრონტის მთელ ხაზზე. ობიექტურად, კიევის რეჟიმის კაპიტულაცია გარდაუვალია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0