https://sputnik-georgia.com/20241203/premieri-ampitanintan-dakavshirebit-prezidentis-gancxadebas-exmaureba-291223141.html
პრემიერი სპეცრაზმისთვის ამფეტამინის დარიგების შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
პრემიერი სპეცრაზმისთვის ამფეტამინის დარიგების შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო... 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T17:42+0400
2024-12-03T17:42+0400
2024-12-03T17:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291198718_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_537a623b2dae8e199f8376cbd5c5a73b.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია, ამიტომაც მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ სპეცრაზმი საპროტესტო აქციებზე ამფეტამინის ან სხვა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა, არავინ გაკვირვებია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.France Inter-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს. მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ ან სხვა ნივთიერებებს, რაც ზედიზედ მეხუთე დღეა აქციებზე მათ გამძლეობას განაპირობებს, აღნიშნა პრეზიდენტმა.მისი განცხადებით, ყველამ დაინახა, ვინ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა აქციებზე.„კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“,- განაცხადა კობახიძემ.თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ ცხრება.მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შეიყვანეს, რომელთა შორის არიან, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.შსს-ს ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291198718_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5a6f17a4fbf24ca2937bd7688c9b215a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პრემიერი სპეცრაზმისთვის ამფეტამინის დარიგების შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია, ამიტომაც მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ სპეცრაზმი საპროტესტო აქციებზე ამფეტამინის ან სხვა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა, არავინ გაკვირვებია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
France Inter-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს. მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ ან სხვა ნივთიერებებს, რაც ზედიზედ მეხუთე დღეა აქციებზე მათ გამძლეობას განაპირობებს, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი (პრეზიდენტის პოსტზე - რედ.) და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი", - განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ყველამ დაინახა, ვინ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა აქციებზე.
„კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“,- განაცხადა კობახიძემ.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ ცხრება.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შეიყვანეს, რომელთა შორის არიან, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.