https://sputnik-georgia.com/20241203/mdinaradze-dakavebulta-shoris-bevri-ucxoelia-291227426.html
მდინარაძე: აქციებზე დაკავებულთა 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან
მდინარაძე: აქციებზე დაკავებულთა 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან
Sputnik საქართველო
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე დაკავების შემდეგ იდენტიფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებში რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T21:49+0400
2024-12-03T21:49+0400
2024-12-03T21:49+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ქართული ოცნება
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291200899_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c1d615368ce1e7806ef8cd0b7981f151.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მინიმუმ 30% ადამიანებისა, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება თბილისში გამართულ აქციებზე, არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.თბილისში საპროტესტო აქციებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების შესახებ ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 ნოემბრის განცხადებით გახდა ცნობილი. მხოლოდ ერთ ღამეში უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს, მათგან რვა რუსი აღმოჩნდა.დაკავებულთა შორის რუსთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები არიან.მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, აქციის ყველაზე რადიკალურ მონაწილეთა შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ასევე არიან ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები.„რა ხდება?! ეს უცნაურობა ვიღაცამ ხომ უნდა ახსნას?! ეს უცხო ქვეყნის ხალხი როგორ აღიგზნო ამ ჩვენს გადაწყვეტილებაზე?", - განაცხადა მდინარაძემ.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე დაკავების შემდეგ იდენტიფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებში რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შეიყვანეს, რომელთა შორის არიან, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.შსს-ს ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291200899_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_14438f18e9e2225870eee77e45a568fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ქართული ოცნება , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ქართული ოცნება , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
მდინარაძე: აქციებზე დაკავებულთა 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე დაკავების შემდეგ იდენტიფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებში რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მინიმუმ 30% ადამიანებისა, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება თბილისში გამართულ აქციებზე, არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
თბილისში საპროტესტო აქციებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების შესახებ ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 ნოემბრის განცხადებით გახდა ცნობილი. მხოლოდ ერთ ღამეში უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს, მათგან რვა რუსი აღმოჩნდა.
„იმ ადამიანების 30 პროცენტი, რომელთა იდენტიფიცირებაც ხდება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარე აქციებზე და მის შემდეგდაკავებების დროს, ჩვენდა გასაკვირად, სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან", - განაცხადა მდინარაძემ.
დაკავებულთა შორის რუსთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები არიან.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, აქციის ყველაზე რადიკალურ მონაწილეთა შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ასევე არიან ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები.
„რა ხდება?! ეს უცნაურობა ვიღაცამ ხომ უნდა ახსნას?! ეს უცხო ქვეყნის ხალხი როგორ აღიგზნო ამ ჩვენს გადაწყვეტილებაზე?", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე დაკავების შემდეგ იდენტიფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებში რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შეიყვანეს, რომელთა შორის არიან, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.