https://sputnik-georgia.com/20241203/ioseliani-specialur-sagamoziebo-samsaxurs-mimartavs-291221371.html
ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს
ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება, რასაც თან ახლავს შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T16:23+0400
2024-12-03T16:23+0400
2024-12-03T16:23+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ეფექტურად გამოიძიოს აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებული საქმეები.თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, 28 ნოემბრიდან იმართება. ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.წინა დღეებისგან განსხვავებით, 2 დეკემბრის აქცია მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს.აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 26 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 3 პოლიციელია.საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.2 დეკემბრის ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები
ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება, რასაც თან ახლავს შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ეფექტურად გამოიძიოს აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებული საქმეები.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, 28 ნოემბრიდან იმართება. ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
„მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ უკვე დაახლოებით 160-მდე ადამიანი მოვინახულეთ. სამწუხაროდ, ამ ადამიანების 80% არის ნაცემი. ისინი მიუთითებენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. ყველა ასეთ შემთხვევაზე მოვახდინეთ რეაგირება და ეს მასალები გავაგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, უარი თქვას ადამიანების ასეთი მეთოდებით დაკავებაზე“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
წინა დღეებისგან განსხვავებით, 2 დეკემბრის აქცია მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს.
აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 26 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 3 პოლიციელია.
საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
2 დეკემბრის ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.