https://sputnik-georgia.com/20241202/siradze-saprotesto-aqciebze-291212469.html
სირაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიება თავიდანვე დაგვეწყო
სირაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიება თავიდანვე დაგვეწყო
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T23:01+0400
2024-12-02T23:01+0400
2024-12-02T23:21+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291183384_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_311d694b26142825d362816769c3a3d7.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ვინაიდან დღევანდელი აქცია თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო, მივიღეთ გადაწყვეტილება თავიდანვე დაგვეწყო საპოლიციო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა იმ აგრესიული ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში, განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.დღევანდელი აქცია, წინა დღეებისგან განსხვავებით, მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს. მისი თქმით, ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განთავსებული იყვნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და „ითმენდნენ, ამ სიტყვების სრული გაგებით, აქციის მონაწილეების, აგრესიული ხალხის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს“.„100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, რომლებსაც ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის, რამდენიმე პოლიციელს დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები", - განაცხადა სირაძემ.ამ დროისთვის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები - საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.ამ დროისთვის დემონსტრანტები მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, გადაიკეტა კოსტავას ქუჩა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291183384_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_b5759e4d7f70958d132dae595bb157e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
სირაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიება თავიდანვე დაგვეწყო
23:01 02.12.2024 (განახლებულია: 23:21 02.12.2024) საპროტესტო აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ.
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ვინაიდან დღევანდელი აქცია თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო, მივიღეთ გადაწყვეტილება თავიდანვე დაგვეწყო საპოლიციო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა იმ აგრესიული ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში, განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.
დღევანდელი აქცია, წინა დღეებისგან განსხვავებით, მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს.
„დღევანდელი აქცია, როგორც დავინახეთ, თავიდანვე დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 300-400-კაციანმა ჯგუფებმა შეკრებისთანავე დაიწყეს სხვადასხვა საგნის, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფების მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც, იძულებული გავხდით დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პოლიციური ძალა", - განაცხადა სირაძემ.
მისი თქმით, ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განთავსებული იყვნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და „ითმენდნენ, ამ სიტყვების სრული გაგებით, აქციის მონაწილეების, აგრესიული ხალხის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს“.
„100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, რომლებსაც ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის, რამდენიმე პოლიციელს დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები", - განაცხადა სირაძემ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები - საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისთვის დემონსტრანტები მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, გადაიკეტა კოსტავას ქუჩა.