https://sputnik-georgia.com/20241202/premieri-sistemur-zaladobas-ar-gmobs-aravin-291208164.html
პრემიერი: სამწუხაროა, რომ სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ
პრემიერი: სამწუხაროა, რომ სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ
Sputnik საქართველო
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე... 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T19:00+0400
2024-12-02T19:00+0400
2024-12-02T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291168811_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3afd4e69cc9488cdcbe8675b947182e6.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.საქართველოში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.პრემიერის თქმით, სისტემური ძალადობა ხორციელდებოდა მომიტინგეების მხრიდან, პოლიციის მხრიდან რეაგირება კი პროპორციული იყო, თუმცა არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოვუწოდა საერთაშორისო სუბიექტებს, დაეგმოთ სისტემური ძალადობა პოლიციელების და არა მხოლოდ პოლიციელების წინააღმდეგ.შსს-ს ინფორმაციით, თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციებზე ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფები თავს დაესხნენ პოლიციელებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ესროლეს ქვები, პიროტექნიკა, მინის ბოთლები და რკინის საგნები.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291168811_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_a5fe1e05b39410749a46ad39ff417fe9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პრემიერი: სამწუხაროა, რომ სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
პრემიერის თქმით, სისტემური ძალადობა ხორციელდებოდა მომიტინგეების მხრიდან, პოლიციის მხრიდან რეაგირება კი პროპორციული იყო, თუმცა არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად ძალიან უხეშად ძალადობდნენ პოლიციელებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარი განცხადება მომიტინგეების ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია. მით უმეტეს, ასეთ დუმილს, ძალადობრივი დაჯგუფებები აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს ძალადობის გასაგრძელებლად“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოვუწოდა საერთაშორისო სუბიექტებს, დაეგმოთ სისტემური ძალადობა პოლიციელების და არა მხოლოდ პოლიციელების წინააღმდეგ.
„ძალადობის ობიექტები არიან სხვადასხვა ადამიანები, თუმცა არავითარი განცხადება დღემდე არ ისმის“, - აღნიშნა პრემიერმა.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციებზე ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფები თავს დაესხნენ პოლიციელებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ესროლეს ქვები, პიროტექნიკა, მინის ბოთლები და რკინის საგნები.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.