https://sputnik-georgia.com/20241202/premieri-saqartveloshi-maidani-ar-iqneba-291204848.html
პრემიერი: საქართველოში მაიდანი არ იქნება
პრემიერი: საქართველოში მაიდანი არ იქნება
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვერავინ შეარყევს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T14:35+0400
2024-12-02T14:35+0400
2024-12-02T14:35+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მაიდანი არასდროს შემდგარა და არც შედგება, ავანტიურისტებისა და რევანშისტების ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანაში მოაწყონ რაიმე სახის რევოლუცია, განწირულია მარცხისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე.საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.მთავრობის მეთაურის თქმით, იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, რომლის რეალიზებაშიც უცხოური დაფინანსება იყო ჩართული. „სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს „გამჭვირვალობით შესახებ“ კანონის მიღება, რათა ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო რევოლუციური სცენარები დაფინანსებული", - განაცხადა კობახიძემ.როგორც მან აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში საზოგადოებამ 3 რევოლუციური პროცესი იხილა, რომლებიც, სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით ხდებოდა.„ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ ღირსეული ქვეყანა ვართ, ჩვენ საკუთარი დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით ვამაყობთ და, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავუფრთხილდებით სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ არავის არ მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებული როლი და მადლობა გადაუხადა როგორც პირადად შსს-ის მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ისე თითოეულ პოლიციელს.კობახიძის თქმით, ამ პროცესების სწორად მართვაში თითოეული პოლიციელის როლი იყო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. მან პოლიციელებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.პრემიერმა გაიხსენა კადრები, თუ როგორ ექცევა პოლიცია დემონსტრანტებს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში და რამდენად მკაცრია იქ აქციის დაშლის ფორმები.„საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით", - განაცხადა კობახიძემ.ამასთან, კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.„მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იყო რისკები, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის. მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა ის, რომ მაქსიმალურად იქნა ყველა რისკი თავიდან არიდებული", - განაცხადა კობახიძემ.რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, პრემიერის თქმით, პასუხისმგებლობა დიდია.„მათ, რა თქმა უნდა, ესმით, რაშიც გაეხვნენ, თუმცა, „პატრონის" ამოცანა „პატრონის" ამოცანაა. და მასზე უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის აგენტის ბედი“, - აღნიშნა პრემიერმა.კობახიძის თქმით, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, არის ის, რომ ამას ეწირება ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა.ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ვერავინ შეარყევს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, პროტესტის დაწყების დღიდან - 28 ნოემბრიდან დღემდე დაშავდა 113 სამართალდამცველი, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოში მაიდანი არ იქნება
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვერავინ შეარყევს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მაიდანი არასდროს შემდგარა და არც შედგება, ავანტიურისტებისა და რევანშისტების ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანაში მოაწყონ რაიმე სახის რევოლუცია, განწირულია მარცხისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება. ეს ყველაფერი გამოჩნდა წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და ამ დღეებშიც", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, რომლის რეალიზებაშიც უცხოური დაფინანსება იყო ჩართული.
„სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს „გამჭვირვალობით შესახებ“ კანონის მიღება, რათა ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო რევოლუციური სცენარები დაფინანსებული", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში საზოგადოებამ 3 რევოლუციური პროცესი იხილა, რომლებიც, სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით ხდებოდა.
„ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ ღირსეული ქვეყანა ვართ, ჩვენ საკუთარი დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით ვამაყობთ და, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავუფრთხილდებით სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ არავის არ მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებული როლი და მადლობა გადაუხადა როგორც პირადად შსს-ის მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ისე თითოეულ პოლიციელს.
კობახიძის თქმით, ამ პროცესების სწორად მართვაში თითოეული პოლიციელის როლი იყო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. მან პოლიციელებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, ამ დღეების განმავლობაში თუ რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა გაიხსენა კადრები, თუ როგორ ექცევა პოლიცია დემონსტრანტებს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში და რამდენად მკაცრია იქ აქციის დაშლის ფორმები.
„საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
„მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იყო რისკები, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის. მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა ის, რომ მაქსიმალურად იქნა ყველა რისკი თავიდან არიდებული", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, პრემიერის თქმით, პასუხისმგებლობა დიდია.
„მათ, რა თქმა უნდა, ესმით, რაშიც გაეხვნენ, თუმცა, „პატრონის" ამოცანა „პატრონის" ამოცანაა. და მასზე უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის აგენტის ბედი“, - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, არის ის, რომ ამას ეწირება ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ვერავინ შეარყევს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
„საქართველო არის ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, ამიტომაც ავანტიურისტებისა და რევანშისტების ნებისმიერი მცდელობა მოაწყონ რაიმე სახის რევოლუცია, განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, პროტესტის დაწყების დღიდან - 28 ნოემბრიდან დღემდე დაშავდა 113 სამართალდამცველი, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.