https://sputnik-georgia.com/20241202/policiam-parlamentis-teritoria-aqciis-monawileebisgan-gaatavisupla-291197874.html
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T02:03+0400
2024-12-02T02:03+0400
2024-12-02T02:10+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291183384_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_311d694b26142825d362816769c3a3d7.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.1-ელი დეკემბრის აქციის ეპიცენტრი გახდა პარლამენტის მიმდებარე ქუჩები, განსაკუთრებით კი ჭიჭინაძის ქუჩა, სადაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას.ძალოვანებმა რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება დაახლოებით ღამის 2 საათისთვის დაიწყეს.ამ წუთებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან და 9 აპრილის ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ - შსს ხმოვანი სიგნალით აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისიებები მართლწესრიგისა და სამოქალაქო სიმშვიდის აღსადგენად.მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები ცდილობენ სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციებისგან ბარიკადები აღმართონ და სპეცრაზმს გადაადგილების საშუალება არ მისცენ. დემონსტრანტებმა ასევე წაუკიდეს ცეცხლი ადგილზე არსებულ ნივთებს.ისინი ძალოვანების მისამართით პიროტექნიკას ისვრიან, პოლიცია კი საპასუხოდ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს.შსს-ს ინფორმაციით, კვირას გამართული აქციის დროს 14 სამართალდამცველი დაშავდა.ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან თავისუფალია.საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291183384_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_b5759e4d7f70958d132dae595bb157e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
1-ელი დეკემბრის აქციის ეპიცენტრი გახდა პარლამენტის მიმდებარე ქუჩები, განსაკუთრებით კი ჭიჭინაძის ქუჩა, სადაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას.
ძალოვანებმა რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება დაახლოებით ღამის 2 საათისთვის დაიწყეს.
ამ წუთებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან და 9 აპრილის ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ - შსს ხმოვანი სიგნალით აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისიებები მართლწესრიგისა და სამოქალაქო სიმშვიდის აღსადგენად.
მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები ცდილობენ სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციებისგან ბარიკადები აღმართონ და სპეცრაზმს გადაადგილების საშუალება არ მისცენ. დემონსტრანტებმა ასევე წაუკიდეს ცეცხლი ადგილზე არსებულ ნივთებს.ისინი ძალოვანების მისამართით პიროტექნიკას ისვრიან, პოლიცია კი საპასუხოდ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
შსს-ს ინფორმაციით, კვირას გამართული აქციის დროს 14 სამართალდამცველი დაშავდა.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან თავისუფალია.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.