ომბუდსმენი: მოვუწოდებ მშობლებს მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
მანამდე ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არასრულწლოვნების მშობლებს მოუწოდებს მოარიდონ ბავშვები საპროტესტო აქციის ტერიტორიას, ნათქვამია ომბუდსნების აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ ესვრის მცირეწლოვანი სამართალდამცველებს გაურკვეველ საგანს - შემთხვევა, სავარაუდოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე მოხდა.
„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას,"- აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები.
„მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და მოარიდონ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები", - განაცხადა დარახველიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს.
შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.
ყველა ახალი ამბავი
0