https://sputnik-georgia.com/20241202/aqciebze-113-samartaldamcveli-dashavda-291201772.html
შსს: ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებზე 113 სამართალდამცველი დაშავდა
შსს: ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებზე 113 სამართალდამცველი დაშავდა
Sputnik საქართველო
უწყების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T11:42+0400
2024-12-02T11:42+0400
2024-12-02T11:51+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291185519_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ffc46bc3b151feb009dd801dda31485f.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციებზე ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თბილისში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, 1-2 დეკემბერს აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უწყების 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულთა ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფები, ისევე როგორც წინა დღეებში, თავს დაესხნენ პოლიციელებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ესროლეს ქვები, პიროტექნიკა, მინის ბოთლები და რკინის ნივთები.კვირას, 1-ელ დეკემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19:00 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით 07:00 საათზე დასრულდა - სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების საპოლიციო ღონისძიებები დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყეს. დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ამ დროისთვის თავისუფალია დემონსტრანტებისგან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას, აგებდნენ ბარიკადებს, ანთებდნენ კოცონს, საპასუხოდ კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იღებდნენ.ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია - ტერიტორია მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაასუფთავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291185519_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_ff3304036449b015b4ad5373f0869717.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
შსს: ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებზე 113 სამართალდამცველი დაშავდა
11:42 02.12.2024 (განახლებულია: 11:51 02.12.2024) უწყების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციებზე ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, 1-2 დეკემბერს აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უწყების 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულთა ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფები, ისევე როგორც წინა დღეებში, თავს დაესხნენ პოლიციელებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ესროლეს ქვები, პიროტექნიკა, მინის ბოთლები და რკინის ნივთები.
„რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კვირას, 1-ელ დეკემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19:00 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით 07:00 საათზე დასრულდა - სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების საპოლიციო ღონისძიებები დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყეს.
დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ამ დროისთვის თავისუფალია დემონსტრანტებისგან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას, აგებდნენ ბარიკადებს, ანთებდნენ კოცონს, საპასუხოდ კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იღებდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია - ტერიტორია მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაასუფთავეს.