https://sputnik-georgia.com/20241201/zurabishvili-aqcias-ar-schirdeba-politikuri-partiebis-chareva-291194870.html
ზურაბიშვილი: სამოქალაქო პროტესტს არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების და ჩემი ჩარევა
ზურაბიშვილი: სამოქალაქო პროტესტს არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების და ჩემი ჩარევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა... 01.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-01T22:21+0400
2024-12-01T22:21+0400
2024-12-01T23:45+0400
საქართველო
სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_199:372:1398:1046_1920x0_80_0_0_6ac3decfbf5fbda1787a123feebd544d.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.გუშინ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც უარს აცხადებს თანამდებობის დატოვებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გამართავს, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.მისი თქმით, პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებლად დაორგანიზდა.როგორც მან აღნიშნა, აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერა, პირველ რიგში გულისხმობს მათ სამართლებრივი კუთხით დაცვას.„მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან... ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სახელმწიფო მეთაური არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება არჩეული. იგი, ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, ხელახალი საპარლამეტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები.მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე, ზურაბიშვილმა სასწრაფო წესით გამართა შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და მარიერგადალახული ოპოზიციური ძალების ლიდერებთან, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.შემდეგ ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს „კონსტიტუციურ გადატრიალებას“ და მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაეხმარონ მას და ოპოზიციას, რომ მიაღწიონ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_277:349:1233:1066_1920x0_80_0_0_7812350791148c09a9eff10c661c99af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
გუშინ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც უარს აცხადებს თანამდებობის დატოვებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გამართავს, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.
„დღეს მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები, წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებლად დაორგანიზდა.
„სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით - ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერა, პირველ რიგში გულისხმობს მათ სამართლებრივი კუთხით დაცვას.
„მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან... ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სახელმწიფო მეთაური არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება არჩეული. იგი, ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, ხელახალი საპარლამეტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები.
„უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ არჩევნების დაცვის გეგმა წარმოვადგინოთ, თუნდაც, როცა ტექნიკური მისია ჩამოვა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მზადდება , - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე, ზურაბიშვილმა სასწრაფო წესით გამართა შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და მარიერგადალახული ოპოზიციური ძალების ლიდერებთან, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.
შემდეგ ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს „კონსტიტუციურ გადატრიალებას“ და მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაეხმარონ მას და ოპოზიციას, რომ მიაღწიონ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.