https://sputnik-georgia.com/20241201/tbilisshi-aqcia-tardeba-291194425.html
„პირველი არხი" და პარლამენტი - თბილისში საპროტესტო აქციები ტარდება
„პირველი არხი" და პარლამენტი - თბილისში საპროტესტო აქციები ტარდება
Sputnik საქართველო
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ორი პირი დააკავეს 01.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-01T21:13+0400
2024-12-01T21:13+0400
2024-12-01T21:27+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291185701_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_508b95eb7e7ed0b6205a0f133e0b5733.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან და კოსტავას ქუჩაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ აგრესიულად იქცევიან -ესვრიან ქვებს და იყენებენ პიროტექნიკას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული ძალოვანები ცდილობენ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან არ მიუშვან.რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილს, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრება დილიდანვე დაიწყეს, ისინი პირდაპირ ეთერს, მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და მათ გადადგომას მოითოვენ.„პირველმა არხმა" ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია ჟურნალისტებსა და სხვა თანამშრომლებზე უპრეცედენტო ზეწოლაზე.ამ დროისთვის კოსტავას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციის ორი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. აქციებზე დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200-ს აჭარბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291185701_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_3ba2154960e996a57c67e6095332fdab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
„პირველი არხი" და პარლამენტი - თბილისში საპროტესტო აქციები ტარდება
21:13 01.12.2024 (განახლებულია: 21:27 01.12.2024) შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ორი პირი დააკავეს
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან და კოსტავას ქუჩაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ აგრესიულად იქცევიან -ესვრიან ქვებს და იყენებენ პიროტექნიკას.
საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული ძალოვანები ცდილობენ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან არ მიუშვან.
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილს, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრება დილიდანვე დაიწყეს, ისინი პირდაპირ ეთერს, მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და მათ გადადგომას მოითოვენ.
„პირველმა არხმა" ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია ჟურნალისტებსა და სხვა თანამშრომლებზე უპრეცედენტო ზეწოლაზე.
„კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ "პირველი არხი" იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის კოსტავას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციის ორი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. აქციებზე დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200-ს აჭარბებს.