https://sputnik-georgia.com/20241201/siradze-mimartavs-aqciis-monawileebs-291194592.html
ვაჟა სირაძე: ვაფრთხილებთ ყველა პირს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს
ვაჟა სირაძე: ვაფრთხილებთ ყველა პირს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს
Sputnik საქართველო
პოლიცია არ არის აქციაზე იმისთვის, რომ ვინმეზე იძალადოს, პირიქით, მისი ამოცანაა წესრიგი იყოს ქალაქში, აცხადებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი 01.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-01T21:54+0400
2024-12-01T21:54+0400
2024-12-01T21:54+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182630_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_0fcd8eb0c4aa87c42f931b94323ddf5d.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პარლამეტთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.სირაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტო კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უმკაცრესი ზომები.მისი თქმით, წინა დღეებშიც განხორციელდა არა ერთი დესტრუქციული ქმედება გარკვეული პირების მიერ.„ჩვენ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს მაქსიმალურად ხელს ვუწობთ როგორც გადაადგილებაში ისე პროტეტსტის გამოხატვაში, მაგრამ მას შემდეგ რაც გასცდება გარკვეული პირების ქმედებები კანონის ჩარჩოებს, შსს იძულებულია მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს გამოიხატება რიგ შემთხვევაში გარკვეული პირების დაკავებით და იმ პროპორციული ძალის გამოყენებით რაც ყოველდღიურად ხორციელდება”, -განაცხადა სირაძემ.მისი თქმით, თითოეული ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, ვინც პოლიცელზე ახორციელებს თავდასხმას და აზიანებს შენობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182630_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_974c066e3afc7272121abcc460d61d24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ვაჟა სირაძე: ვაფრთხილებთ ყველა პირს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს
პოლიცია არ არის აქციაზე იმისთვის, რომ ვინმეზე იძალადოს, პირიქით, მისი ამოცანაა წესრიგი იყოს ქალაქში, აცხადებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პარლამეტთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
სირაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტო კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უმკაცრესი ზომები.
„აქციის დაწყებისთანავე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს სხვადასხვა სახის უკანონო ქმდებები, კერძოდ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საგნების სროლა, შენობის შუშების ჩამტვრევა, პიროტექნიკის გამოყენება, რაზეც მოხდა რეაგირება და ორი პირი ამ ეტაპისათვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული”, -განაცხადა სირაძემ.
მისი თქმით, წინა დღეებშიც განხორციელდა არა ერთი დესტრუქციული ქმედება გარკვეული პირების მიერ.
„ჩვენ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს მაქსიმალურად ხელს ვუწობთ როგორც გადაადგილებაში ისე პროტეტსტის გამოხატვაში, მაგრამ მას შემდეგ რაც გასცდება გარკვეული პირების ქმედებები კანონის ჩარჩოებს, შსს იძულებულია მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს გამოიხატება რიგ შემთხვევაში გარკვეული პირების დაკავებით და იმ პროპორციული ძალის გამოყენებით რაც ყოველდღიურად ხორციელდება”, -განაცხადა სირაძემ.
მისი თქმით, თითოეული ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, ვინც პოლიცელზე ახორციელებს თავდასხმას და აზიანებს შენობებს.