https://sputnik-georgia.com/20241201/premieri-zurabishvils-postis-datoveba-mouwevs-291192673.html
პრემიერი: ზურაბიშვილს პოსტის დატოვება მოუწევს
პრემიერი: ზურაბიშვილს პოსტის დატოვება მოუწევს
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ზურაბიშვილმა რეზიდენცია კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს 29 დეკემბერს უნდა დაუთმოს 01.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-01T17:46+0400
2024-12-01T17:46+0400
2024-12-01T17:46+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:152:1363:919_1920x0_80_0_0_6f3a04a883aa052108c2f37aa7527deb.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დატოვოს პოსტი, რომელსაც მეშვიდე წელია იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე უჭირს დაკავებული სავარძლის დათმობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვირას გამართულ ბრიფინგზე.30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც უარს აცხადებს თანამდებობის დატოვებაზე. ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სახელმწიფო მეთაური არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება არჩეული.კობახიძის თქმით, ზურაბიშვილმა რეზიდენცია კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს 29 დეკემბერს უნდა დაუთმოს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზურაბიშვილმა არჩევნები 26 ოქტომბერს წააგო, როდესაც ფსონი რადიკალურ ოპოზიციაზე გააკეთა.„ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოეგო 26 ოქტომბრის არჩევნები და ფიქრობდა, რომ ამით მას ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა მან არჩევნები წააგო ძალიან მძიმედ", - განაცხადა კობახიძემ.საქართველოში რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულიაპრემიერმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას გამორიცხა საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ალბათობა. „საქართველოში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ.მისი თქმით, მმართველი პარტიისა და პირადად მისთვის, ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში შეჰყავთ და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, რადგანაც საქართველო უარს არ ამბობს ევროინტეგრაციაზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინდელი დღე იყო საქართველოში „ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები - 2024საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს, რა დროსაც ზურაბიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.ახალ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია, იგივე ხმოსმები აირჩევენ.საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი).პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა - იგი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შესვლას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:177:1363:1200_1920x0_80_0_0_db0aa9bd634a34367436696184f1c79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: ზურაბიშვილს პოსტის დატოვება მოუწევს
კობახიძის თქმით, ზურაბიშვილმა რეზიდენცია კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს 29 დეკემბერს უნდა დაუთმოს
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დატოვოს პოსტი, რომელსაც მეშვიდე წელია იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე უჭირს დაკავებული სავარძლის დათმობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვირას გამართულ ბრიფინგზე.
30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც უარს აცხადებს თანამდებობის დატოვებაზე. ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სახელმწიფო მეთაური არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება არჩეული.
„მალე იწყება სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების მეშვიდე წელი და წარმოიდგინეთ, იგი კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ზურაბიშვილმა რეზიდენცია კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს 29 დეკემბერს უნდა დაუთმოს.
„ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვერ ეგუება ამას. მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, 29 დეკემბერს მას მოუწევს გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზურაბიშვილმა არჩევნები 26 ოქტომბერს წააგო, როდესაც ფსონი რადიკალურ ოპოზიციაზე გააკეთა.
„ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოეგო 26 ოქტომბრის არჩევნები და ფიქრობდა, რომ ამით მას ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა მან არჩევნები წააგო ძალიან მძიმედ", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია
პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას გამორიცხა საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ალბათობა.
„საქართველოში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ.
„ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისა და კანონის პატივისცემისკენ. შევახსენებ ყველას, ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტიისა და პირადად მისთვის, ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში შეჰყავთ და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, რადგანაც საქართველო უარს არ ამბობს ევროინტეგრაციაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინდელი დღე იყო საქართველოში „ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები - 2024
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს, რა დროსაც ზურაბიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.
ახალ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია, იგივე ხმოსმები აირჩევენ.
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი).
პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა - იგი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შესვლას.