https://sputnik-georgia.com/20241201/kaladze-saqartvelos-ekoleba-samshoblos-mokvaruli-prezidenti-291191808.html
კალაძე: მალე საქართველოს ეყოლება სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი და არა მოღალატე აგენტი
კალაძე: მალე საქართველოს ეყოლება სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი და არა მოღალატე აგენტი
Sputnik საქართველო
სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება. 01.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-01T17:00+0400
2024-12-01T17:00+0400
2024-12-01T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259694551_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4f2c62c57332baace1ec8160736c3e00.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეყოლება თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე.გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მემკვიდრის არჩევის შემდეგაც კი უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გამართავს, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.დღეს გამართულ ბრიფინგზე როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული.საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია - 29 დეკემბერს. პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. 27 ნოემბერს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი - პარტია „ხალხის ძალის" წევრი, სამი მოწვევის პარლამდენტის დეპუტატი - დაასახელა.რაც შეეხება ოპოზიციას, რამდენიმე ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე - პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება. იგი ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. მომავალ პრეზიდენტს აირჩევს არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა. 2018 წლის აგვისტოში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სექტემბრის დასაწყისში კი მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა და საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს.სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259694551_224:122:1889:1371_1920x0_80_0_0_930d5c91e4c19b214e67b8865a40941a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
კალაძე: მალე საქართველოს ეყოლება სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი და არა მოღალატე აგენტი
სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეყოლება თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მემკვიდრის არჩევის შემდეგაც კი უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გამართავს, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი ოთხ კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია - 29 დეკემბერს. პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით.
27 ნოემბერს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი - პარტია „ხალხის ძალის" წევრი, სამი მოწვევის პარლამდენტის დეპუტატი - დაასახელა.
რაც შეეხება ოპოზიციას, რამდენიმე ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე - პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.
სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება. იგი ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. მომავალ პრეზიდენტს აირჩევს არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა. 2018 წლის აგვისტოში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სექტემბრის დასაწყისში კი მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა და საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს.
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.