https://sputnik-georgia.com/20241201/evropashi-shantajis-gareshe-kaladzem-pexburtelebs-upasuxa-291189630.html
ევროპაში შანტაჟის გარეშე: კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს უპასუხა
ევროპაში შანტაჟის გარეშე: კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს უპასუხა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს, თუმცა, არავის მისცემს უფლებას აღნიშნული თემით ხელისუფლება დააშანტაჟოს, განაცხადა კალაძემ 01.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-01T12:51+0400
2024-12-01T12:51+0400
2024-12-01T12:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286565731_0:117:2048:1270_1920x0_80_0_0_fad86589389d6efdf9a75df602c8eacb.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მომავალი ევროპაშია, მაგრამ ამ გზაზე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ხელისუფლების ნებისმიერი შანტაჟი მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიერ გამოხატულ პოზიციაზე.საქართველოს ნაკრების ლიდერებმა, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, ინტერნეტ-სივრცეში თბილისის საპროტესტო აქციების ამსახველი ფოტოები გამოაქვყნეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს გზა ევროპაზე გადის. მათ ასევე დაგმეს აქციის მონაწილეებზე ძალადობა. ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, არიან გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და მეკარე გიორგი მამარდაშვილი.მერის თქმით, მმართველი პარტია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს, თუმცა, არავის მისცემს უფლებას აღნიშნული თემით ხელისუფლება დააშანტაჟოს. „გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო „დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი გამოვლინება“ ქვეყანაში.რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286565731_653:161:2048:1207_1920x0_80_0_0_60f2336b148c492689fa516b708fcbdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , კახა კალაძე , ახალი ამბები
ევროპაში შანტაჟის გარეშე: კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს უპასუხა
მმართველი პარტია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს, თუმცა, არავის მისცემს უფლებას აღნიშნული თემით ხელისუფლება დააშანტაჟოს, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მომავალი ევროპაშია, მაგრამ ამ გზაზე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ხელისუფლების ნებისმიერი შანტაჟი მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიერ გამოხატულ პოზიციაზე.
საქართველოს ნაკრების ლიდერებმა, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, ინტერნეტ-სივრცეში თბილისის საპროტესტო აქციების ამსახველი ფოტოები გამოაქვყნეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს გზა ევროპაზე გადის. მათ ასევე დაგმეს აქციის მონაწილეებზე ძალადობა. ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, არიან გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე... დღეს მათ ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ ტიპის განცხადებებს აკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, მმართველი პარტია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს, თუმცა, არავის მისცემს უფლებას აღნიშნული თემით ხელისუფლება დააშანტაჟოს.
„გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო „დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი გამოვლინება“ ქვეყანაში.
რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.