ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Roads Department of Georgia / FBტრაილერები გზაზე
ტრაილერები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2024
გამოწერა
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 29 ნოემბერს, შეზღუდვა ზვავსაშიშროების გამო ორი დღის დაწესდა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 29 ნოემბერს, შეზღუდვა ზვავსაშიშროების გამო ორი დღის დაწესდა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0